კატალიზური კონვერტერი, რომელსაც ჩვენ უბრალოდ კატალიზატორს ვეძახით, ყველგან ძვირად ფასობს და მთელ მსოფლიოში ხშირად ხდება მძარცველების სამიზნე. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ამ ნაწილის ქურდობების შემთხვევები 2019-2020 წლებში 400 პროცენტით გაიზარდა. არ დააყოვნა პოლიციის საპასუხო ზომებმაც და გასულ კვირაში, ქალაქის მასშტაბით ქურდობაში ეჭვმიტანილი 19 ადამიანი დააპატიმრეს.
The Santa Clarita Valley Sheriff’s Station Crime Impact Team led a Catalytic Converter Warrant Operation this morning resulting in 250 catalytic converters recovered and 19 arrests. See our Nixel for more:https://t.co/CtlrPEE1z0 pic.twitter.com/kKXphJ1qeh
— SCV Sheriff (@SCVSHERIFF) March 11, 2021
ოპერაციის დროს ამოღებულია 250 კატალიზატორი, რომელთა ჯამური ღირებულებაც 750 000 დოლარს აღწევს. მძარცველებისგან ამოიღეს 100 000 დოლარი და ერთი მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღიც. კატალიზური კონვერტერები მძარცველებისთვის ზედმეტად მიმზიდველია, რადგან შეიცავს საკმაოდ დიდი ოდენობით ძვირფას ლითონებს.
მაგალითად, უახლესი მონაცემებით, ლითონი პალადიუმი ერთი უნცია (28,3 გრამი) 2500-3000 დოლარი ღირს, როდიუმი კი 20 000 დოლარი. მძარცველთა განსაკუთრებული სამიზნეა Toyota Prius-ი. იმის გამო, რომ ამ მანქანას ჰიბრიდული ძალური აგრეგატი აქვს, უკეთეს მდგომარეობაშია მათი კატალიზატორებიც, რადგან ბენზინის ძრავა მანქანის მართვის დროს სულ ჩართული არ არის. სამიზნე ავტომობილებს შორის არის უფრო დიდი მანქანებიც, მაგალითად, Ford F-250-ი, რადგან მათ უფრო დიდი კატალიზატორები აქვთ და შესაბამისად, მეტი ძვირფასი ლითონიც.