რამდენიმე დღის წინ Volkswagen-მა ყოველწლიური მედიაკონფერენცია გამართა. პრეზენტაცია მოიცავდა თითქმის ყველაფერს, ფინანსებიდან და გაყიდვებიდან დაწყებული, ახლო და გრძელვადიანი, მიზნებით, ტექნოლოგიებით და ახალი ავტომობილებით დამთავრებული. კონფერენციაზე გაისმა მინიშნება Jetta-ს უახლოესი მომავლის შესახებაც.

Jetta-ს შესახებ ბევრი არაფერი უთქვამთ, მაგრამ დადასტურდა, რომ წლის ბოლოს სედანის განახლებულ ვერსიას უნდა ველოდოთ. უფრო კონკრეტულად კი, Volkswagen-ი აღნიშნავს, რომ განახლებულ Jetta-ს წლის მესამე კვარტალში ვიხილავთ და ის 2022 წლის მოდელი იქნება. ანუ, მანქანის პრეზენტაცია ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში შედგება. საინტერესოა, რომ Volkswagen-ის პრეზენტაციაში Jetta გამოჩნდა, მაგრამ როგორც ჩანს, ის ამჟამინდელი მოდელი იყო. შესაბამისად, განახლებულ მოდელში ალბათ მინიმალურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ.

მოდელის შესახებ ამ ეტაპზე არაფერი ვიცით, რადგან კომპანია დუმს. ამჟამინდელი თაობის მოდელი 2018 წელს გამოვიდა და იყენებს კომპანიის მოდულარულ MQB პლატფორმას ექსტერიერის კონსერვატიული დიზაინითა და მოხდენილი ინტერიერით.