2017 წელს Honda-მ გაზონების მკრეჭავი რობოტი წარმოადგინა, ამჯერად კი კომპანია ხეხილის ბაღების მთიბავ რობოტს გვთავაზობს.

მოწყობილობა, სახელად Grass Miimo მისი წინამორბედის პრინციპით მუშაობს, მაგრამ გაცილებით უკეთესად. რობოტის მოქმედების დიაპაზონი 4000 კვადრატული მეტრია და განკუთვნილია მცირე ბაღებისა და ფერმებისთვის.

თავად Honda პროდუქტს ასე ახასიათებს:

წარმოიდგინეთ, რამდენად გაგიადვილდებათ საქმე, თუ ბალახის თიბვის ტვირთი მოგშორდებათ,
წარმოიდგინეთ, რამდენად გამდიდრდება თქვენი ყოველდღიური ცხოვრება,
რობოტი მთიბავი Grass Miimo სწორედ ამ მიზნით დაიბადა,
ის ბალახის თიბვის ტვირთს მოგაცილებთ. ამ ზაფხულს, ის თქვენ გვერდით იქნება.

Grass Miimo-ს მუშაობა ძალიან ჰგავს მტვერსასრუტ iRobot-ისას. ტერიტორია ელექტროსადენით უნდა შემოუსაზღვროთ, მაგრამ შეგიძლიათ, ეს კაბელი მიწაში ჩაფლათ. ამის შემდეგ, რობოტი ბალახში მოძრაობს, გვერდს უვლის ნებისმიერ დაბრკოლებას და რჩება შემოსაზღვრულ სივრცეში; როდესაც საზღვარს მიადგება, მიმართულებას იცვლის.

როცა ბატარეა დაცლის პირას არის, Grass Miimo დამტენ ყუთთან ბრუნდება, იტენება და კვლავ საქმეს აგრძელებს.

მოწყობილობის გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ამავე დროს, არის საკმაოდ უხმაურო.

აღსანიშნავია, რომ რობოტი ვერ თიბავს 10 სანტიმეტრზე მაღალ ბალახს და ვერ ადის 25 გრადუსზე მეტით დახრილ ფერდობზე.

მოწყობილობის გაყიდვა აპრილიდან დაიწყება. ფასი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ მისი წინამორბედი, გაზონის სათიბი 2500 დოლარი ღირს.