სოციალურ მოდელში Nissan 400Z-ის საწარმოო მოდელის ფოტოები და ვიდეო ვრცელდება.

კადრები სავარაუდოდ ტრანსპორტირების დროს არის გადაღებული და ასახავს, როგორ გამოიყურება სპორტული მანქანა, რომელსაც ასე დიდხანს ველოდით.

როგორც ხედავთ, კუპე საკმაოდ ჰგავს Z Proto concept-ს, რადგან აქვს რეტრო დიზაინით შთაგონებული წინა ბამპერი მართკუთხა ჰაერმიმღებით. ამ უკანასკნელს კი აქათ იქით ახლავს მოხდენილი ფარები, რომლებსაც ქარვისფერი მოხვევის გვერდითი ციმციმები აქვს.

გვერდების დაბლა ნაწილში ვხედავთ Z Proto-დან გადმოღებულ პრიალა ხაზებს. ფოტოებში ორი სხვადასხვა მანქანა ჩანს, რადგან ერთს ბზინვარე შავი სახურავი აქვს, მეორეს კი ვერცხლისფერი.

კონცეპტის მსგავსი დიზაინი ჩანს უკანა ნაწილშიც, სადაც ჩანს ბზინვარე ბამპერი და სპორტული ორმაგი გამოსაბოლქვი სისტემა. მოდელს ასევე აქვს რეტრო დიზაინით შთაგონებული უკანა გაბარიტული ფარები და სპოილერი.

ვიდეოებში გარკვეულწილად ჩანს სალონიც, სადაც ვხედავთ მაჩვენებელთა ციფრულ დაფას და თანამედროვე საინფორმაციო სისტემას. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის ნაცნობი საჭე და ოდნავ განსხვავებული ცენტრალური კონსოლი ავტომატური გადაცემათა კოლოფის გადამრთველი ბერკეტით.

400Z-ის პრემიერა წლის ბოლოს არის დაგეგმილი. მანქანას ექნება 3.0-ლიტრიანი V6 ძრავა, რომელიც Infiniti Q60 Red Sport 400-დან არის გადმოტანილი. ამ მაღალი კლასის კუპეში ეს ძრავა 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სავარაუდოდ, შეწყვილებული იქნება შვიდსიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ვერსიაც.