თუ მძღოლზე ორიენტირებული BMW M მანქანის შეძენა გსურთ, ალბათ M2 CS-ს ან M4 Coupe-ს იყიდდით, მაგრამ თამამად შეგიძლიათ, არჩევანი მათ ნაცვლად 1M-ზე შეაჩეროთ.
ეს მოდელი მხოლოდ ერთ წელს იწარმოებოდა და სწრაფად გახდა საკულტო მანქანა. BMW მხოლოდ 2700 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავდა, მაგრამ მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ საბოლოოდ, 6309 ერთეული გამოუშვა. მათგან 740 ეგზემპლარი აშშ-ში გაიყიდა.
კონკრეტული ეგზემპლარი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, ონლაინ აუქციონ Bring A Trailer-ზე 26 მარტს გაიყიდა 68,500 დოლარად. გამორჩეული ფერის მანქანას 19-ინჩიანი დისკები აქვს Michelin Pilot Super Sport საბურავებით. აუქციონზე გაიყიდა სერვისის ჩანაწერებით, მწარმოებლის ინსტრუქციებით, აქსესუარებით, ფანჯრის სტიკერით და სხვა ორიგინალი დეტალებით.
სალონში წარმოდგენილია გათბობის სისტემის მქონე მორგებადი, ტყავის წინა სავარძლები, Harman Kardon-ის აუდიოსისტემა, Bluetooth-ი, უგასაღებო სისტემა, კრუიზ-კონტროლი, სანავიგაციო სისტემა, ალკანტარას აქცენტები სალონის ჭერზე და ა. შ.
აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ორმაგი ტურბოძრავით, რომელიც 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს; ძრავა შეწყვილებულია ექვსსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.