1971 წლის ჟენევის მოტორშოუზე Lamborghini-მ Miura SV წარმოადგინა. მოდელი P400-ის ევოლუცია უნდა ყოფილიყო, თანმხლები S ვერსია, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ის ჩაანაცვლა.

უცხო თვალისთვის Miura SV შეიძლება ხაზის დანარჩენი მოდელებს ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ის საკმაოდ განსხვავდებოდა. მაგალითად, წარმოების დროის შესამცირებლად, ფარებზე მოხსნეს სახელგანთქმული „წამწამები“; ერთადერთი ეგზემპლარი, რომელსაც ეს მახასიათებლები დაუყენეს, ფერუჩიო ლამბორჯინისთვის დაამზადეს.

მას ასევე ჰქონდა განიერ უკანა ფრთები, განახლებული დიზაინის გაბარიტული ფარები და ახალი კაპოტი. ახალი იყო დისკებიც; უკანების სიგანე 7-დან 9 ინჩამდე იყო გაზრდილი. მანქანას ჰქონდა 130 მილიმეტრით განიერი ნაკვალევი და განახლებული უკანა საკიდარი და მტკიცე შასი. აღჭურვილი იყო 4.0-ლიტრიანი 12-ცილინდრიანი ძრავით, რომელიც 385 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. სალონში ბევრი იყო ტყავისა და ქრომის დეტალი.

კომპანიის იმ დროის უფროსი ინჟინრების, პაოლო სტანცანისა და ჯამპაოლო დალარას განცხადებით, პირველი ხუთი წლის განმავლობაში Miura-ს წარმოებით მიღებული გამოცდილების წყალობით, SV-ში მაქსიმალური სიჩქარე უკვე 290 კმ/სთ-ს აღწევდა, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს კი 24 წამზე ნაკლებში ავითარებდა.

მოდელის წარმოება 1973 წელს შეწყდა, სულ გამოვიდა 150 ერთეული. თუმცა, საბოლოო ეგზემპლარი 1975 წელს გამოუშვეს კანადელ ბიზნესმენ ვალტერ ვულფისთვის. ეს მოდელი ამჟამად იტალიის ქალაქ სანტ-აგატა-ბოლონეზეში, Lamborghini-ს მუზეუმშია გამოფენილი.