Toyota მომხმარებელს მრავალ ჰიბრიდს სთავაზობს, მაგრამ კომპანია დიდად არ სწყალობდა ელექტრომობილებს. როგორც ჩანს, ეს მიდგომა იცვლება, რადგან ავტომწარმოებელმა შეიმუშავა სრულიად ახალი კონცეპტი, სახელად bZ4X.
bZ4X შექმნილია მომავალი საწარმოო მოდელის წინასწარი გადათვალიერებისთვის და წარმოადგენს RAV4 EV-ის თანამედროვე ვერსიას. Toyota ბევრ დეტალს ჯერ არ ამხელს, მაგრამ ჩანს, რომ კონცეპტს აქვს კუთხური წინა ნაწილი წვრილი ფარებითა და გამოკვეთილი „საჰაერო ფარდებით“. რაც შეეხება აეროდინამიკას — მანქანას აქვს სრულად დახურული ცხაურა, რომელიც ფართო სავენტილაციო ხვრელის მაღლაა განთავსებული და აქვს ლითონის დეტალები.
უკანა მხარეს ვხედავთ გრძელ გადასახსნელს და გამოკვეთილ ბორბლის თაღებს. მოდელს ასევე აქვს საკმაოდ მოხდენილი წინა საქარე მინა, ოდნავ დამრეცი სახურავი და გამორჩეული მხრის ხაზი. სხვა თვალშისაცემ მახასიათებლებს შორის არის კუთხური უკანა ფანჯარა, გამოკვეთილი უკანა დგარი და თვალისმომჭრელი გაბარიტული ფარები, რომლებიც მანქანის გვერდებზე გადადის.
მართალია, ექსტერიერი ალბათ მეტნაკლებად სხვადასხვაგვარ შეფასებას მიიღებს, მაგრამ სალონი უფრო ტრადიციულია. მძღოლი ზის სქელ სამმანიან საჭესთან და უყურებს მაჩვენებელთა ციფრულ დაფას, რომელიც ჯამის ფორმის ჭრილშია ჩასმული.
დიზაინი ოდნავ უცნაური ჩანს, მაგრამ Toyota განმარტავს, რომ მაჩვენებელთა პანელის დაბლა განთავსება და საზომი ხელსაწყოების საჭის მაღლა მოთავსება მანქანაშ გაზრდის სივრცის შეგრძნებას და მძღოლს ხილვადობას გაუუმჯობესებს.
იქვეა მოძრავი ცენტრალური კონსოლი და თავისუფლად მდგომი საინფორმაციო სისტემა ფართო დისპლეითი.
მართალია, Toyota დეტალებს ჯერ არ ამხელს, მაგრამ ადასტურებს, რომ კონცეპტი ეფუძნება e-TNGA პლატფორმას, რომელიც მან Subaru-სთან ერთად შექმნა. კომპანიის განცხადებით, ამ ქროსოვერში გაერთიანებული იქნება Toyota-ს ლეგენდარული ხარისხი, გამძლეობა, გრძელვადიანი საიმედოობა და Subaru-ს სრული ამძრავის (ოთხივე წამყვანი თვალი) შესაძლებლობები, რათა მივიღოთ მართვის ისეთი გამოცდილება, რომელიც ერთდროულად კომფორტულიც არის და მიმზიდველიც.
კომპანია აღნიშნავს იმასაც, რომ საწარმოო მოდელი ჩინეთსა და იაპონიაში აიწყობა. ქროსოვერი გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი და გაყიდვები 2022 წლის შუა თვეებში დაიწყება.
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, Toyota 15 ელექტრომობილს გამოუშვებს, რომელთაგან შვიდი bZ (ნულს ქვემოთ) სახელის ქვეშ იქნება. კომპანიის განცხადებით, უახლოეს მომავალში ელექტრიფიკაცია შეეხება პიკაპების ხაზსაც, მათ შორის იქნება ჰიბრიდი და BEV (Battery Electric Vehicle) ძალური აგრეგატები; შესაბამისად, თამამდ შეგვიძლია ველოდოთ ახალი Tundra-ს ჰიბრიდ და ელექტრო ვერსიებს.