ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მანქანას მხოლოდ ქვეითთათვის განკუთვნილ მოედანზე მართავდა.
მანქანის გაჩერება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ერთ-ერთი გამვლელი მას ფანჯრიდან შეუხტა.
გამვლელმა იფიქრა, რომ მძღოლი ხალხში შევარდნას ტერორისტული აქტის მოწყობის მიზნით გეგმავდა.
იმ მომენტისთვის, იქვე, მოედანზე განთავსებული ვაქცინაციის პუნქტის რიგში ბევრი ადამიანი იდგა.
ალბანეთის პოლიციის განცხადებით, 32 წლის ეჭვმიტანილი მძღოლი სავარაუდოდ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.