შარშან შემოდგომაზე BMW-მ განახლებული M3 და M4 გამოუშვა. ამჯერად, კომპანიამ ახალი M4 Competition Convertible წარმოადგინა.
მაღალი გამავლობის კაბრიოლეტს კარგად ნაცნობი 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ორმაგი ტურბოძრავა აქვს, რომელიც 503 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.
ძრავა დაკავშირებულია რვასიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან და უკანა თვლების უპირატესობის მქონე ოთხივე წამყვანი თვლის სისტემასთან, რომელიც წინა თვლებს ენერგიას მხოლოდ დამატებითი წევის საჭიროების შემთხვევაში უგზავნის. სისტემას აქვს 4WD, 4WD Sport და 2WD რეჟიმები.
მძლავრი ძრავისა და სრული ამძრავის წყალობით, M4 Competition Convertible 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 3.6 წამში ავითარებს. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია, მაგრამ M Driver’s Package კომპლექტაციაში ის 280 კმ/სთ-მდეა გაზრდილი.
მანქანას აქვს Active M დიფერენციალი, Adaptive M საკიდარი და M Compound მუხრუჭები.
სტანდარტულ სამუხრუჭე სისტემას აქვს ექვსდგუშიანი სუპორტები და 15-ინჩიანი დისკოები წინ; უკან კი ერთდგუშიანი სუპორტები და 14,6-ინჩიანი დისკოები.
მანქანა დაახლოებით 40 პროცენტით უფრო მსუბუქია, ვიდრე წინა ხისტსახურავიანი მოდელი; წონის შემცირების შედეგად, შემცირებულია მანქანის გრავიტაციის ცენტრიც.
სახურავი 18 წამში იხსნება და იხურება 50 კმ/სთ სიჩქარით. BMW-ს განცხადებით, ჭერის აკუსტიკა და თერმული კომფორტი უმაღლესია. სახურავი ორ ფერში იქნება ხელმისაწვდომი.
M4 Convertible-ს საკმაოდ ნაცნობი დიზაინი აქვს, მათ შორის მასიური გრილით, რომელიც ნამდვილად საკამათოა. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის LED ფარები, სარკის აეროდინამიკური ხუფები, აგრესიული ბამპერები და უკანა დიფუზორი. მოდელს ასევე აქვს ალუმინის დისკები — წინ 19-ინჩიანი და უკან 20-ინჩიანი.
ინტერიერი დიდწილად კუპედან არის გადმოღებული; მძღოლი აღმოაჩენს 12,3-ინჩიან მაჩვენებელთა ციფრულ დაფას და 10,25-ინჩიან საინფორმაციო სისტემას. იქვეა ტყავგადაკრული სპორტული საჭე, ალუმინის მორთულობა, შიდა განათების სისტემა და Harman-Kardon-ის აუდიოსისტემა.
სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი გათბობის მქონე სპორტული სავარძლები.
კომპლექტაციების მიხედვით, M4 Competition Convertible აღჭურვილია ადაპტური კრუიზ-კონტროლით, ამოსაშლელი დისპლეითა და საჭის გათბობით. სხვა დამატებით მახასიათებლებს შორის არის ვენტილირებადი წინა სავარძლები და ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები.
მანქანის ფასი აშშ-ში 86,300 დოლარიდან დაიწყება.