Kia 2022 წლის Kia Sportage-ის თიზერ ფოტოებს აქვეყნებს; მანქანის დებიუტი სამხრეთ კორეაში ივლისში შედგება.
ბოლო პერიოდში ფარულად გადაღებული სურათები და რენდერები მიუთითებდა, რომ ახალი Sportage ყველა წინამორბედისგან სრულიად განსხვავებული იქნებოდა; თიზერებმა ეს მართლაც დაადასტურა. კორეის შემდეგ, სექტემბერში Kia მოდელის ევროპულ ვერსიასაც წარმოადგენს.
ახალი Sportage გადაწყვეტილია Kia-ს დიზაინის ენა Opposites United-ში. წინა მხარეს იქნება შავი ცხაურა აქეთ-იქით განლაგებული საუცხოო ფარებითა და დღისით მოძრაობის LED ფარებით, რომლებიც ერთ-ერთ თიზერ ფოტოზე ჩანს. კომპანია უკანა ნაწილის ხედსაც აქვეყნებს, სადაც კიდევ უფრო მეტად დამაინტრიგებელი LED გაბარიტული ფარები მოჩანს. ასევე შეიმჩნევა მხრების ხაზი და სახურავის თითქმის უჩინარი სპოილერი.
ერთ-ერთ თიზერ ფოტოზე ჩანს ახალი Sportage-ის ინტერიერიც, რომელშიც ვხედავთ მაჩვენებელთა მოღუნულ, ციფრულ დაფასა და საინფორმაციო სისტემის დისპლეის, ისეთს, როგორიც სრულად ელექტრო Kia EV6-შია.
2022 წლის Sportage-ის შესახებ უფრო მეტ დეტალს Kia უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს.