BMW-მ მეორე თაობის 4-Series Gran Coupe წარმოადგინა. აშშ-ის ბაზარზე მოდელი აგვისტოში შევა.

ახალი 4-Series Gran Coupe წინამორბედთან შედარებით, 14,9 სმ-ით გრძელი, 2,5 სმ-ით განიერი და 5,3 სმ-ით მაღალია. გარდა ამისა, 4,5 სმ-ით გრძელია თვლების ბაზაც. აშშ-ში მომხმარებელს შეეძლება არჩევანი გააკეთოს 430i Gran Coupe და M440i xDrive Gran Coupe ვარიანტებს შორის.

430i Gran Coupe-ს ენერგიას გამოიმუშავებს 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავა, რომელიც 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს; 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 5,8 წამში ავითარებს. რაც შეეხება M440i xDrive Gran Coupe-ს, მას 3.0-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ტურბოძრავა აქვს, რომელიც 48-ვოლტიან სტარტერ-გენერატორთან ერთად მუშაობს. ჯამში 382 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 0-96 კმ/სთ სიჩქარეს კი 4,4 წამში ავითარებს. M440i -ს სტანდარტის სახით აქვს M Sport გამოსაბოლქვი სისტემა.

ორივე ვარიანტი იყენებს რვასიჩქარიან Sport Steptronic ავტომატური გადაცემათა კოლოფით. ორივეს აქვს გაშვების კონტროლი, M440i xDrive Gran Coupe-ს კი Sprint ფუნქციაც აქვს, რომელიც საშუალო დიაპაზონის აჩქარებისთვის არის განკუთვნილი.

გერმანული ავტომწარმოებელი პირობას დებს, რომ 4-Series Gran Coupe წინამორბედზე უკეთესი იქნება. მაგალითად, აქვს უფრო განიერი ტრეკი, სიგანის თითქმის 50:50 გადანაწილებით, გრავიტაციის დაბალი ცენტრი. ადაპტური M საკიდარი ელექტრონულად კონტროლირდება.

ამას გარდა, M440i xDrive Gran Coupe-ში სტანდარტის სახით არის წარმოდგენილი M Sport დიფერენციალი.

მოდელი აღჭურვილია უსაფრთხოების მრავალი სისტემით. მათ შორის არის სიჩქარის ლიმიტის დამხმარე, აქტიური კრუიზ-კონტროლი, Stop & Go, წინიდან და უკნიდან შეჯახების გამაფრთხილებელი.

2022 წლის BMW 4-Series ყველა მოდელში სტანდარტის სახით იქნება BMW Digital Key და პროგრამული განახლებების მხარდაჭერა.

BMW 430i Gran Coupe-ს ფასი 44,800 დოლარიდან დაიწყება, M440i xDrive Gran Coupe-სი კი 58,000 დოლარიდან.