Vauxhall-მა ახალი Astra-ს პირველი ოფიციალური თიზერი ფოტოები გამოაქვეყნა, მოდელის დებიუტი კი წლის ბოლოს შედგება. სურათები ჩანს, რომ მანქანას საკმაოდ თამამი დიზაინი ექნება.

ბრიტანული კომპანია ამჟამად Ford Focus-ის დიდი ხნის მეტოქის მერვე თაობის მოდელის ბოლო დეტალებზე მუშაობს. ახალი Astra პირველად დაშენდება Stellantis-ის EMP2 პლატფორმაზე, რომელსაც ასევე იყენებს Peugeot 308. მანქანა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჰეტჩბეკის, ისე Sports Tourer უნივერსალის სახით.

როგორც მალულად გადაღებული რამდენიმე კადრი აქამდეც მიუთითებდა, თიზერ ფოტოებზე ჩანს, რომ Astra მიიღებს Vauxhall-ის ახალ, Vizor დიზაინის ცხაურას, რითაც ის Corsa-ს, Crossland-სა და Mokka-ს დაემსგავსება. Mokka-სგან არის გადაღებული უკანა ნაწილის დიზაინის გარკვეული დეტალებიც; ბრენდის სახელი საბარგულის სახურავის გასწვრივ არის დაწერილი.

ახალი Astra პირველად აღიჭურვება ელექტრიფიცირებული ძალური აგრეგატით, რადგან EMP2 პლატფორმა დატენვადი ჰიბრიდის სისტემის გამოყენების საშუალებასა იძლევა; სავარაუდოდ, ეს სისტემა ბენზინის და დიზელის ძრავებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. პლატფორმა სრულად ელექტრო მოდელისთვის არ არის განკუთვნილი.

სავარაუდოდ, დატენვადი ჰიბრიდი Astra ორი ფორმით იქნება ხელმისაწვდომი: სტანდარტული წინა წამყვანი თვლების მოდელის და უფრო მძლავრი ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიის სახით; ამ უკანასკნელის სიმძლავრე 296 ცხენის ძალა იქნება. მოდელს სავარაუდოდ VXR ერქმევა.

თიზერ ფოტოებზე ჩანს ახალი ასტრას ციფრული დისპლეები. კომპანიის განცხადებით, შემცირებულია ფიზიკური ღილაკების რაოდენობა.

Opel-ზე დაფუძნებული ახალი Astra გერმანიის ქალაქ რიუსელსჰაიმში აეწყობა.