პირველი მანქანა, რომლითაც ლეგენდარულმა მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ის შეჯიბრში იასპარეზა, ბრიტანეთში იყიდება.

Jordan 191 – Ford Cosworth HB-ით შუმახერმა 1991 წელს, თავის პირველ რბოლაში, ბელგიის გრანპრიზე იასპარეზა. მწარმოებელმა სულ შვიდი ასეთი მოდელი გამოუშვა, შუმახერი კი მათგან მხოლოდ ორს მართავდა. ამ მოდელებით იასპარეზეს ასევე ანდრეა დე ჩეზარისმა და ალექს ძანარდიმ.

გამოცემა Speedmastercars-ის ცნობით, Jordan-ი პირველმა დე ჩეზარისმა მართა, უნგრეთის გრანპრიზე, 1991 წელს, სადაც ის მე-16 ნომრად იყო განთესილი და საბოლოოდ მე-7 ადგილზე გავიდა. ორი კვირის შემდეგ, სწორედ ამ მანქანის საჭესთან მოხდა შუმახერის დებიუტი ფორმულა ერთის სამყაროში. მანქანის გადაბმულობას პრობლემა შეექმნა და შუმახერი შეჯიბრს პირველივე რბოლის შემდეგ გამოეთიშა.

თუმცა, პირველივე ვიქენდზე შუმახერის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ შემდეგი ვიქენდისთვის Benetton-ის F1-ის გუნდში ჩაწერეს.

1991 წლის სეზონის შემდეგ ეს მანქანა ბელგიელმა კოლექციონერმა იყიდა, 2005 წელს კი ის კვლავ გაიყიდა. მომდევნო წლებში მანქანა გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე გამოჩნდა, მუშა მდგომარეობაში.

2021 წლის დასაწყისში, შუმახერის მანქანამ ინგლისში, დონინგტონ პარკის სარბოლო ტრასაზე გამართულ კიდევ ერთ შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა.