Toyota-ს სოციალური მედიის ჯგუფი ახალი Tundra-ს ფოტოს აქვეყნებს; მოდელის პრემიერა აშშ-ის ბაზარზე წლის ბოლოს შედგება.
როგორც ჩანს, ფოტო ინტერნეტში გაჟონილი სხვა სურათების საპასუხოდ გამოაქვეყნეს.
„ზოგმა ადამიანმა საიდუმლოს შენახვა არ იცის“, — წერია Twitter-ის პოსტში.
აღსანიშნავია, რომ Tundra ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად იცვლება სრულმასშტაბიანად. გასულ კვირაში კომპანიამ საზოგადოებას ახალი LandCruiser 300-იც წარუდგინა.
ბუნებრივია, რომ Toyota-მ ფოტოზე ხაზის მოწინავე ვარიანტი, Tundra TRD Pro გვაჩვენა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოდელი აღჭურვილი იქნება ბენზინის 3.5-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავით. ზოგიერთ ბაზარზე სწორედ ამ ძრავას იყენებს LandCruiser 300-იც. ძრავა დაკავშირებული იქნება 10-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან.
ამჟამინდელ Tundra-ს 5.7-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს.
ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა ახალ Tundra-ს ელექტრო ვერსია.