General Motors-ი ახალი GMC Hummer EV-ისთვის მოსახსნელი კარების დაყენებას გეგმავს, მაგრამ ბოლოს გადაიფიქრა, რადგან ჩათვალა, რომ მანქანა მდიდრულობას დაკარგავდა.

GMC Hummer EV-ი ბაზარზე GM-ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ოფროუდერი იქნება, მაგრამ ელექტრო ძალური აგრეგატის გამო, გაცილებით ძვირი ეღირება, ვიდრე Jeep Wrangler/Gladiator-ი და Ford Bronco. გამოცემა Muscle Cars & Trucks-თან საუბრისას, Hummer EV-ის ექსტერიერის დიზაინის ხელმძღვანელმა ჯონ მაკმა განმარტა, რატომ გადაიფიქრა კომპანიამ მოსახსნელი კარები.

„ამაზე მართლა ვფიქრობდით, მაგრამ მივხვდით, რომ მოსახსნელი კარებით მანქანა პრემიუმ მახასიათებლებს დაკარგავდა“.

საინტერესოა, რომ GMC Hummer EV-ს აქვს მოსახსნელი ჭერის პანელები, ზუსტად Wrangler-ისა და Bronco-ს მსგავსად.

Hummer EV-ს მრავალი აქსესუარი ექნება. როგორც მაკი აღნიშნავს, მანქანა დაახლოებით 200 აქსესუარით იქნება აღჭურვილი.

„ბევრი რამ დავამატეთ, მაგალითად, გრძივი ციმციმა და GoPro კამერა წინა კაპოტზე. ქვეშითა კამერები კი გააკონტროლებენ რელიეფს. ისინი ოფროუდ გამოცდილებაში ნამდვილ ახალ ეპოქას იწყებენ“, — ამბობს მაკი.

GMC Hummer EV Edition 1 წლის ბოლოს გამოჩნდება და 112,595 დოლარი ეღირება. 2022, 2023 და 2024 წლებში გამოჩნდება უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტებიც.