ჩინეთში, მიწისქვეშა პარკინგზე მომხდარი შეჯახების შედეგად, Ferrari GTC4Lusso და Porsche 918 Spyder-ი დაზიანდა. მათ BMW 3-Series შეეჯახა.

ადგილობრივთა ცნობით, ინციდენტი 4 ივლისს მოხდა, როდესაც მიწისქვეშა პარკინგზე მოძრაობისას ცოლ-ქმარმა მანქანაში იჩხუბა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, საჭესთან მჯდომი, გაბრაზებული ცოლი საკუთარი BMW 3-Series მოდელით პარკინგზე მდგარ GTC4lusso-ს გვერდიდან შეეჯახა, შემდეგ ეს მანქანა მის გვერდით მდგარ Porsche 918 Spyder-ს მიეჯახა, ეს უკანასკნელი კი მის გვერდითა Mercedes-Benz E-Class-ს.

როგორც ამბობენ, Ferrari-სთან შეჯახებამდე, 3-Series-ს მძღოლი რამდენიმე სხვა მანქანას და ბოძებსაც შეეჯახა, რა დროსაც მის BMW-ს უკანა ნაწილი დაუზიანდა.

ინციდენტის ამსახველ ფოტოებზე ჩანს, რომ შეჯახების შედეგად მძიმედ არის დაზიანებული GTC4lusso-ს კარი მძღოლის მხარეს და უკანა მეოთხედის პანელი. დაზიანებული ჩანს Ferrari-ს ერთ-ერთი ბორბალიც.

რა თქმა უნდა, შესაკეთებლად ყველაზე ძვირი Porsche 918 Spyder-ი იქნება, რომელიც Ferrari -მ გვერდიდან შეჭყლიტა. მისი წინა ნაწილი ბეტონის ბოძსაც მიაწვა და ჰიბრიდ სუპერქარს სავარაუდოდ დასჭირდება ახალი უკანა მეოთხედის პანელი, წინა ფარი და ბამპერი. როგორც ჩანს, შეჯახებაში მოჰყვა Porsche-ს უკან დაპარკინგებული მოტოციკლი BMW R18-იც. უცნობია. რა ზიანი მიიღო 918-ის გვერდით დაპარკინგებულმა E-Class-მა, მაგრამ სავარაუდოდ, მას მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი ექნება.