რას იზამდით, თუ მაღალი კლასის წარმომადგენელი სედანი გსურთ, რომელსაც ჰიპერქარის აჩქარების მაჩვენებელი აქვს?

ცალსახა არჩევანი იქნებოდა ისეთი მანქანის ყიდვა, როგორიც არის ახალი Tesla Model S Plaid-ი. მეორე არჩევანია ყოველმხრივ მოდიფიცირებული Audi RS7 Sportback-ი, რომელსაც მუშაობის წარმოუდგენელი დონე გამოარჩევს.

ეს კონკრეტული RS7 Sportback-ი დედამიწაზე ყველაზე ჩქარად არის მიჩნეული და 0-100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2,4 წამში ავითარებს. მართალია Model S Plaid-ი შეიძლება ოდნავ სწრაფი იყოს, მაგრამ ამ Audi-ს ნამდვილად ვერ შეედრება.

პორტალ Auditography-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ახალი ჰიბრიდული ტურბოკომპრესორების წყალობით, ამ RS7-ს 1050 ცხენის ძალა და 1200 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტი აქვს, აღჭურვილია უნიკალური შუალედური გამაგრილებლით, MG Motorsport გამოსაბოლქვი სისტემით, PowerDivision მაყუჩის მიმღები მილით და ძრავის მართვის რამდენიმე ბლოკით.

სტანდარტული RS7-ის ხმა ისედაც შთამბეჭდავია, მაგრამ ახალი გამოსაბოლქვი სისტემის წყალობით, ის ნამდვილი მონსტრია.

100 კმ/სთ-დან 200 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებას სულ რაღაც 6,63 წამში ახერხებს, გაცილებით სწრაფად, ვიდრე მანქანების უმეტესობას 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად სჭირდება.