Lexus-მა 2022 წლის სამრიგიანი RX “L” SUV-ის შეზღუდული გამოშვება, Black Line ვერსია დააანონსა; მანქანას უნიკალური კონტენტი და ვიზუალური მახასიათებლები ექნება. ჯამში, კომპანია წელიწადში ამ სპეციალური მოდელის მხოლოდ 495 ეგზემპლარს გამოუშვებს.
The RX 450hL და RX 350L Black Line ორ ფერში იქნება ხელმისაწვდომი. ექნებათ 20-ინჩიანი შავი დისკები, სარკის შავი ხუფები და შავი წინა ქვედა ბამპერი, ისევე როგორც შავი ლოგო.
პრემიუმ SUV-ის სამრიგიანი ვერსია გარედან შავ ფერში იქნება გადაწყვეტილი. სავარძლების წინა ორი რიგი შავ-თეთრ გადასაკრავებში იქნება. საჭესა და მაჩვენებელთა ზედა დაფაზე შეიმჩნევა ლურჯი ტონები.
შავი ფერი ზოგადად მთელ სალონში ჭარბობს. შავია ძირის საფენები, საბარგულის საფენები და გასაღების ჩასადები.
კომპლექტაცია დაფუძნებული იქნება სამრიგიანი RX-ის Premium Package-ზე, რომელსაც უკვე აქვს Lexus Memory სისტემა, გამჭვირვალე სახურავი, ალუმინის რელსები სახურავზე. Black Line special edition-ის ფასი 52 030 დოლარიდან დაიწყება 3.5-ლიტრიანი, 290 ცხენის ძალის მქონე V6 ძრავით აღჭურვილი RX 350L-ის შემთხვევაში; 308 ცხენის ძალის მქონე თვითდატენვადი ჰიბრიდი RX 450hL Black Line edition-ის ფასი კი 55 290 დოლარიდან დაიწყება.
Lexus-ის განცხადებით, 2022 RX L BLack Line edition მოდელები შოურუმებში ივლისის ბოლოს გამოჩნდება; კომპანია ბენზინის 393 ეგზემპლარს და 106 ჰიბრიდ ეგზემპლარს გამოუშვებს.