ალბათ ოდესმე გიფიქრიათ, ვინ აწყობს რეპლიკა მანქანებს. ინტერესი ახლა უკვე შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ YouTube არხ Ilya Strekal-ის წყალობით. არხის ავტორი ფეიკი Ferrari 458 Italia-ს აწყობის დეტალებს გვიმხელს.
სანქტ-პეტერბურგის ქუჩებში Porsche Boxster-ის გადაადგილებისას, არხის წარმომადგენლებმა Ferrari 458 Italia შენიშნეს და მის მფლობელსაც გამოეალაპარაკნენ. მფლობელი ორი მანქანის ვიდეო შედარებაზე დათანხმდა.
არხის განცხადებით, მანქანის აწყობას ორ წელიწადზე მეტი და წარმოუდგენლად დიდი შრომა დასჭირდა. სახლში დამზადებული ნებისმიერი მანქანის მსგავსად, ამდენადაც არ უნდა ჰგავდნენ ისინი რეალურ მოდელს, არის გარკვეული ადგილები, სადაც ილუზია თავს ვერ მალავს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ორი მანქანის გვერდიგვერდ შედარება.
როგორც ჩანს, შედარებით ბრტყელი ზედაპირები, მაგალითად, ბოლო ნაწილის სექცია საკმაოდ აკურატული ჩანს, მაგრამ რთული ფორმები დიდი გამოწვევას წარმოადგენს. არის სხვა პატარა პრობლემებიც. მართალია, ფარები რეალური Ferrari-ს ეკუთვნის, თავად მოუწიათ უკანა გაბარიტული ფარების დამზადება.
ვიდეოში მოცემული ნამდვილი Ferrari 458-სგან განსხვავებით, ფანჯრების ზედა ნაწილი მინის ნაცვლად პლასტმასისაა. საბედნიეროდ, არსებობს ამის გამართლებაც: ზოგიერთ ნამდვილ Ferrari-ს ამ სექციაში ნახშირბადის ბოჭკო აქვს და როგორც ჩანს, მანქანის ამ რეპლიკაში სწორედ ამას იმეორებენ.
არხის სხვა ვიდეოში ჩანს კიდევ ერთი ყვითელი მანქანა, რომელსაც სალონის საკუთარი დიზაინი აქვს. საერთო ჯამში, ის საკმაოდ შთამბეჭდავი, შეიძლება ითქვას, ბრწყინვალე რეპლიკაა.
და ბოლოს, ვიდეოში ჩანს, რამდენად კარგად იციან ამ ბიჭებმა, რომ მათ ნამდვილი Ferrari არ ჰყავთ, მაგრამ ძალიან უყვართ მანქანები და მათი აწყობა, რამხელა სიამოვნებას ანიჭებს ეს პროექტი. მათი შემართება ნამდვილად დასაფასებელია.