წლების განმავლობაში მოსიარულე ჭორებისა და სპეკულაციების შემდეგ, Acura ოფიციალურად ადასტურებს NSX Type S-ს.

მოდელის დებიუტი 12 აგვისტოს, მონტერეის მანქანების კვირეულზე შედგება. მწარმოებლის განცხადებით, სუპერქარი იქნება უფრო მძლავრი, სწრაფი და ემოციური.

Acura დეტალებს ჯერ არ გვიმხელს, მაგრამ ადასტურებს, რომ NSX Type S აღჭურვილი იქნება „გაძლიერებული“ ორმაგი ტურბო V6 ძრავითა და ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა Sport Hybrid Super Handling-ით.

სტანდარტულ მოდელს შუაში ჩამონტაჟებული 3.5-ლიტრიანი V6 ორმაგი ტუბოძრავა აქვს, რომელიც 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას ეხმარება სამძრავიანი ჰიბრიდული სისტემა 1,3 კვტ/სთ ბატარეებით, რაც ჯამში მანქანის სიმძლავრეს 573 ცხენის ძალამდე ზრდის.

Acura მოდელის შესახებ ჯერ ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ აქვეყნებს თიზერ ვიდეოსა და რამდენიმე ფოტოს. მასალაში ჩანს, რომ მანქანა აღჭურვილი იქნება ხუთმანიანი დისკებით, რომლებსაც NSX ბრენდირებული წითელი სამუხრუჭე სუპორტები აქვს. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის უფრო აგრესიული დიფუზორი, ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები და ინდივიდუალურად დანომრილი ემბლემა.

მართალია, ბევრი კითხვა რჩება, მაგრამ Acura ადასტურებს, რომ მოდელი მხოლოდ 350 ეგზემპლარად გამოვა. მათგან 300 აშშ-ის ბაზრისთვის დაიჯავშნება და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც NSX Type S-ი იაპონიის გარეთ გავა.

სამწუხაროდ, კომპანია ადასტურებს იმასაც, რომ 2022 წელი NSX-ის წარმოების ბოლო წელი იქნება.