Jeep-ის პირველი სრულად ელექტრო მანქანა 2023 წლის პირველ ნახევარში გამოვა.
ამ ამბავს კომპანია Stellantis-ი ადასტურებს და აღნიშნავს, რომ მომავალ ორ წელიწადში დაბალი გამონაბოლქვის მქონე 21 მოდელს გამოუშვებს; ეს კი განხორციელდება გეგმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, 2025 წლამდე 35მ5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს ელექტრიფიცირებულ მანქანებში.
ავტომწარმოებელი არ აკონკრეტებს, Jeep-ის რომელი მოდელი იქნება პირველი, რომელიც ელექტრული ძალური აგრეგატით აღიჭურვება, მაგრამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ელექტრო Wrangler-ზე დაფუძნებული კონცეპტი; შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ოფროუდერს უნდა ველოდოთ.
ევროპასა და ჩინეთში Jeep-ი უკვე ყიდის Wrangler ჰიბრიდებს 4xe სახით, Compass-სა და Renegade-ს კი დატენვადი ჰიბრიდების სახით. ამას გარდა, ჩინეთში იყიდება დატენვადი ჰიბრიდი Commander-იც, რასაც სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის უნდა მოჰყვეს დატენვადი ჰიბრიდი Grand Cherokee-ც.
Jeep-ი ვარაუდობს, რომ 2025 წლისთვის მისი გაყიდვების 70 პროცენტი ელექტრომობილებზე იქნება.