კომპანია Posaidon-მა სახელი Mercedes-AMG-ის სხვადასხვა მოელის განახლებით გაითქვა. ახლახან, კომპანია, თავის უახლესი პროექტი წარმოადგინა, რომელიც GT R Roadster-ს ეფუძნება.

ტუნინგ კომპანიის განცხადებით, GT R Roadster-ის განახლება მათ იმ ფაქტმა შთააგონა, რომ AMG GT-ის ხაზის სათავეში ამჟამად 720 ცხენის ძალის მქონე Black Series დგას, მოდელი, რომელიც როდსტერის კონფიგურაციით არ არსებობს.

ღია სახურავიანი სპორტული მანქანა კომპანიის RS 830+ პაკეტით აღიჭურვა, რომელიც 880 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამის მისაღწევად, Posaidon-მა მანქანას დაუყენა ორი ახალი ბურთულასაკისარი ტურბოკომპრესორი, მაღალი წარმადობის დგუშები, სპორტული ჰაერის ფილტრი, საწვავის გაუმჯობესებული ტურბოები და მაღალი წარმადობის აალების სანთლები. გარდა ამისა, RS 830+ პაკეტი ასევე მოიცავს ახალ გამოსაბოლქვ სისტემას და სპორტულ კატალიზურ კონვერტერს.

 

გადაკეთების შედეგად, GT R Roadster-ი 100 კმ/სთ სიჩქარეს 2,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 360 კმ/სთ-ია.