სუპერქარი Ford GT 2017 წელს გამოვიდა და მას შემდეგ, მუდმივად უსვამს ხაზს Ford-ის წარმატებულ შედეგებს 1960-იანი წლების ლე-მანის რბოლებზე. ამჯერად, წარმოების საბოლოო წლის აღსანიშნავად, Ford-ი GT-ის კიდე ერთ სპეციალურ ვერსიას უშვებს, რომელიც კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს საკუთარ ხაზს.

2022 GT ’64 Prototype Heritage Edition პატივს მიაგებს ხუთ თავდაპირველ GT პროტოტიპს, რომლებიც Ferrari-სთან კონკურენციისთვის გამოუშვეს პროექტ GT40-ის ფარგლებში.

ახალი მოდელი კონკრეტულად იმეორებს პირველი პროტოტიპის, GT/101-ის ფერებსა და იერს, რომელიც კომპანიამ 1964 წელს წარმოადგინა ნიუ-იორკის ავტოშოუზე.

2022 Ford GT ’64 Heritage Prototype Edition-ს ცვლილებები არ შეხებია სიმძლავრის თვალსაზრისით. აღჭურვილია ორმაგი ტურბო 3.5-ლიტრიანი V-6 ძრავით, რომელიც 660 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

მონტერეის მანქანების კვირეულზე ახალი ვერსია 1964 წლის იმ ერთადერთი GT პროტოტიპის გვერდით გამოიფინება, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ორიგინალი ფერები და შასი GT/105.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ეგზემპლარად გამოვა ან რა ეღირება ’64 Heritage Prototype Edition-ი.