არასოდეს აზრადაც კი არ გაივლოთ UFC-ის მებრძოლისთვის მანქანის მოპარვა. როგორც უსაფრთხოების მიზნით სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებულ ვიდეოში ხედავთ, ქალაქ დენვერში საშუალო წონის კატეგორიაში მოასპარეზე ჯორდან უილიამსმა მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე გააჩერა და იქვე მარკეტში შევიდა. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში, უილიამსმა მანქანა დაქოქილი დატოვა, დისტანციური გასაღები კი თან წაიღო.

როდესაც ის მაღაზიაში იყო, სავარაუდო ქურდმა დაქოქილი მანქანა შენიშნა და იფიქრა, რომ სწრაფად გაიტაცებდა. როგორც კი ის მანქანაში ჩაჯდა და დაიძრა, უილიამსი მარკეტიდან გამოდის და მანქანისკენ გარბის.

სპორტსმენი თავის მანქანას ეწევა, აღებს კარს და ქურდს თავს ესხმის. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, უილიამსმა ყაჩაღი მანქანიდან გადმოათრია.

„კარი გავაღე და საჭესთან მოკალათებულ ბიჭს რტყმა დავუწყე. პირველივე დარტყმის შემდეგ მითხრა „კარგი, ვწუხვარ, ვწუხვარ“. მუხლი რამდენჯერმე მივარტყი და მანქანიდან გადმოვათრიე“, — განუცხადა უილიამსმა ESPN-ს.

როგორც Instragram პოსტში უილიამსი წერს, მან ვერ გააცნობიერა, რომ მოკლე მანძილზე მანქანის წაყვანა დისტანციური გასაღების გარეშეც იყო შესაძლებელი და ამით შეიძლება ქურდებს ესარგებლათ.

ამ ამბის მორალი ის არის, რომ არასოდეს დაგავიწყდეთ ძრავის გამორთვა და მანქანის დაკეტვა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაღაზიაში თუნდაც ერთი წუთით შერბიხართ.