წყალბადის ძრავის კონცეპტზე ისრაელური კომპანია Aquarius Engines-ი 2014 წლიდან მუშაობს და მიზანთან უკვე ახლოს არის. ძრავა, სახელად Aquarius Two Sided Free Piston Linear Engine (FPLE) წყალბადზე მუშაობს და ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ციცქნა ძრავა დაახლოებით 20 კომპონენტისგან შედგება, რომელთაგან მხოლოდ ერთი მოძრაობს. თავდაპირველად ის ბენზინზე სამუშაოდ შექმნეს, მაგრამ მუშაობა შეუძლია სხვადასხვა სახის საწვავზეც, მათ შორის ნახშირბადისგან თავისუფალ, თხევად საწვავებზე; შეიქმნა და გაიტესტა წყალბადის ვერსიაც. Aquarius-ი წრფივი ძრავაა, რადგან მუხლა ლილვით უკუქცევით-წინსვლითი ძალის მბრუნავ ძალად გარდაქმნის ნაცვლად, მისი ერთადერთი დგუშის კოჭი ორდარტყმიანი ციკლით მუშაობს, თითოეულ დარტყმაზე კი ცილინდრის თითოეულ დაბოლოებაზე იწვევს წვას.
ძრავა შედგება ერთი დგუშის კოჭისგან; ერთი ცილინდრული ბლოკისგან, რომელშიც დგუში სრიალებს; ორი ცილინდრის ბლოკს თავისგან ბლოკის თითოეულ დაბოლოებაზე; ორი შიდა და ორი გარე საკისრისგან. ჰაერით გაგრილებად ძრავას არ ესაჭიროება საპოხები და ხახუნის შესამცირებლად იყენებს გრაფიტის დგუშის სარტყლებსა და სპეციალურ საფარს. ინჟინერთა განცხადებით, სერვისი საჭიროა მუშაობის ყოველი 1000 საათის შემდეგ, რა დროშიც, ჰიბრიდული მანქანა 80 000 კმ-ზე მეტს გაივლის.
ძრავას ოთხი ინჯექტორი აქვს — ორ-ორი ცილინდრის თითოეული ბლოკის თავზე. ყოველ დარტყმაზე, ინჟექტორები სუფთა ჰაერში წყალბადს უშვებენ; შემდეგ, ეს ნაზავი იკუმშება და აალების სანთლები ანთებს. ციკლი ხელახლა მეორდება. წონის ბალანსის სისტემა ამცირებს ხმაურსა და ვიბრაციას.
ძრავა მართავს გენერატორს, რომელიც ჰიბრიდული მანქანის ბატარეას ან ელექტროძრავას კვებავს. რეგენერაციული მუხრუჭი ზუსტად ისე მუშაობს, როგორც ჰიბრიდულ ან ელექტრომანქანებში.
ამ ეტაპზე, ძრავა ავსტრიაში დამოუკიდებელ ტესტირებებს გადის და ჯერჯერობით უცნობია, როდის ვიხილავთ მანქანებში.