გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2030 წლისთვის Volkswagen-ი მთლიანად უარს იტყვის მექანიკურ გადაცემათა კოლოფზე.
გერმანული ავტომწარმოებელი გამალებული ელექტრიფიკაციიის პროცესშია; კომპანია გეგმავს, რომ 2030 წლისთვის ევროპაში მხოლოდ ელექტრომქანაქები გაყიდოს. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრომობილებს მექანიკური ტრანსმისია არ აქვთ, გამოცემა Auto Motor und Sport-ი იუწყება, რომ ამავე წლიდან, კომპანია მთლიანად უარს იტყვის მექანიკაზე.
ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ შემდეგი თაობის Tiguan-ი, რომელიც 2023 წელს გამოვა, ექსკლუზიურად მხოლოდ ავტომატური კოლოფით იქნება აღჭურვილი. ამავე წელს დაკარგავს მექანიკურ კოლოფს Passat-იც. Auto Motor und Sport-ის ცნობით, ეს ნაბიჯი იმოქმედებს არა მხოლოდ ბრენდ VW-ზე, არამედ მთლიანად VW Group-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მექანიკური გადაცემათა კოლოფებისგან გათავისუფლდება Skoda, Seat-ი და Audi-ც.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომოყვარულები მექანიკური კოლოფის სიკვდილს გლოვობენ, უკვე ათ წელიწადზე მეტია ვიცით, რომ ეს გარდაუვლად მოხდებოდა. მათდა საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ბევრი დიდებული მანქანაა აღჭურვილი მექანიკური კოლოფით, მათ შორის VW-ის 2022 წლის Golf GTI და Golf R.
Golf R-ი ბოლო დროს განსაკუთრებით მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც მისი 2.0-ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავის დამსახურებაა, რომელიც 315 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აქვს DSG ორმაგი გადაბმულობის, 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი.