ოფროუდზე ფოკუსირებული პიკაპები დიდი ბიზნესია და Silverado-ს გაყიდვების 30% Trail Boss ვარიანტებზე მოდის.
მათი პოპულარობიდან გამომდინარე, Chevrolet-მა 2022 წლის ხაზი გააფართოვა და ახალი ZR2 კომპლექტაცია დაუმატა.
Silverado ZR2 გამოირჩევა უნიკალური ცხაურით, რომელშიც ინტეგრირებულია ლოგო და მანათობელი მოწყობილობები.
მის ქვემოთ არის ფოლადის უნიკალური ბამპერი, რომელიც პიკაპს წინა განაკიდის კუთხეს 31,8 გრადუსამდე უუმჯობესებს. ვინაიდან დაზიანება ოფროუდერისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ბამპერი მოსახსნელია და ადვილად შესაცვლელი.
მანქანას ბევრგან აქვს საბუქსირე წითელი კაუჭები და მოსრიალების უნიკალური ფირფიტები. 18-ინჩიან დისკებს 33-ინჩანი ოფროუდ რეზინის საბურავები ამშვენებს.
სალონში მძღოლს დახვდება Jet Black-ისა და Graystone-ის უნიკალური ტყავის გადასაკრავები. მას ახლავს მუქი ვერცხლისფერი მორთულობა, რაც ნახშირბადის ეფექტს ქმნის. გარდა ამისა, სტანდარტული მოდელის მსგავსად, პიკაპს აქვს 12,3-ინჩიანი მაჩვენებელთა ციფრული დაფა და 13,4-ინჩიანი საინფორმაციო სისტემა.
ZR2-ს აქვს რამდენიმე ფუნქციური განახლებაც. მათ შორის მთავარია უნიკალური საკიდარი, რომელსაც აქვს სპეციალური ზამბარები, დამატებითი Multimatic 40მმ DSSV მკვეთარა ამორტიზატორები. ამ უკანასკნელს Silverado პირველად იყენებს.
სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის ოფროუდ სპეციფიკური ძარა და წინა და უკანა ბლოკირებადი დიფერენციალი. კლირენსის ზომა 284 მილიმეტრია.
მანქანა აღჭურვილია 6.2-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე 450 ცხენის ძალა Ford F-150 Raptor-ის შემთხვევაში და 702 ცხენის ძალა Ram 1500 TRX-ის შემთხვევაში.
როდესაც ამხელა სხვაობაზე ჰკითხეს, Chevrolet-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ Silverado ZR2 საკუთარ კლასს მიეკუთვნება და ოფროუდის მუშაობა მხოლოდ დიდი ოდენობით ცხენის ძალაზე არ არის დამოკიდებული. მათი განცხადებით, ეს უფრო დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს ერთობლივად სხვადასხვა კომპონენტი და მახასიათებლები.
ძნელია, არ დაეთანხმო, მაგრამ როგორც ჩანს, ZR2 მაინც არ იქნება Ford-ისა და Stellantis-ისგან მისი დიდი ძმების პირდაპირი კონკურენტი.