Toyota-მ ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი RAV4 Adventure წარმოადგინა. მოდელს არა მხოლოდ უფრო უხეში იერი, არამედ მრავალი სხვა პატარა განახლებაც აქვს, რომლებიც RAV4-ის 2022 წლის მთლიან ხაზს ექნება.

2022 წლის RAV4 Adventure-ს ბამპერის იგივე დიზაინი აქვს, რაც აშშ-სთვის განკუთვნილ Adventure მოდელს და ევროპული სპეციფიკაციის სხვა მოდელებისგან განასხვავებს სხვანაირი ცხაურა, ჰაერმიმღებები, ვერცლისფერი მოცურების დაფები წინ და უკან. შეგახსენებთ, რომ იგივე დიზაინი იყო გამოყენებული 2017 წლის Toyota FT-AC Concept-ში, რომელმაც წინასწარ გვაჩვენა მეოთხე თაობის RAV4.

2022 წლის ევროპის RAV4-ს აქვს განახლებული LED ფარები და LED სანისლე ფარები, უფრო განიერი თვლის თაღები და 19-ინჩიანი დისკები. ჰიბრიდული და ბენზინის ვარიანტებისთვის Toyota-მ შექმნა 10-მანიანი დისკები, რომლებიც კაშკაშა ვერცხლისფერში ან ბზინვარე შავშია გადაწყვეტილი.

ახალი RAV4 Adventure-ის სალონში ნახავთ სინთეტიკური ტყავის შავ გადასაკრავებს, სავარძლებზე ნარინჯისფერი ნაქარგებით. RAV4-ის მთელ ხაზს სტანდარტის სახით ექნება წინა მგზავრის ელექტრონულად მორგებადი სკამი, ფანჯრების აწევა-დაწევის განათებული ღილაკები და USB-C პორტები სხვადასხვა მოწყობილობის დასამუხტად.

როგორც მოსალოდნელიც იყო, 2022 წლის RAV4 Adventure კაპოტქვეშ რაიმე სიურპრიზს არ მალავს. აღჭურვილია Toyota-ს მეოთხე თაობის ჰიბრიდული ელექტრო ტექნოლოგიითა და სტანდარტული AWD-i სისტემით. ძალური აგრეგატი აერთიანებს 2.5-ლიტრიან ოთხცილინდრიან ბენზინის ძრავას და ორ ელექტროძრავას, რომლებიც ჯამში 219 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.