Mercedes-ს სრულად ელექტრო კაბრიოლეტის წარმოების იდეა მოსწონს, მაგრამ აღიარებს, რომ ასეთი მანქანის გამოშვება ადვილი ნამდვილად არ იქნება.
Top Gear-ისთვის ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში, Mercedes-ის უფროსი საოპერაციო ოფიცერი მარკუს შეფერი ელექტრო კაბრიოლეტი მოდელისადმი ინტერესს აღიარებს, მაგრამ არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს, რა ფორმა შეიძლება ჰქონდეს ან როდის შეიძლება ველოდოთ ასეთ მანქანას.
„კარგი ვიზუალის ელექტრო კაბრიოლეტის წარმოება ადვილი არ არის. უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ როდსტერებისა და კაბრიოლეტებისადმი მოთხოვნა მცირდება. ჩინეთი კაბრიოლეტების ბაზარი არ არის და ბოლო წლებში მოთხოვნამ ევროპაშიც იკლო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მიმზიდველი და ემოციური პროდუქტია“, — ამბობს შეფერი.
მისივე განცხადებით, როდესაც AMG-ზე და მის ელექტრო ბრენდად გარდაქმნაზე ფიქრობ, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ კაბრიოლეტზეც.
იქამდე, ვიდრე კაბრიოლეტ Mercedes-AMG EV-ს ვიხილავთ, შეიძლება მრავალი წელი გავიდეს. მაგალითად, ის შეიძლება მომავალი Tesla Roadster-ის კონკურენტი იყოს, ანდაც ისეთივე მაღალი კლასის, როგორიც არის S-Class Cabriolet-ი. არ არის გამორიცხული, SLC-ის მსგავსი პატარა სპორტული მანქანის სახითაც ვიხილოთ.
ბოლო წლებში Mercedes-მა ერთი განსაკუთრებით მომხიბვლელი ელექტრო კაბრიოლეტის კონცეპტი წარმოადგინა, კერძოდ, Vision Mercedes-Maybach 6 Cabriolet-ი 2017 წელს. მას სულ მცირე 750 ცხენის ძალა აქვს და ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს ფარავს.