Bugatti-მ Chiron Super Sport 300+ -ის პირველი რვა ეგზემპლარის წარმოება დაასრულა და მანქანები მომხმარებლებთან გასაგზავნად უკვე მზად არის.

ორი წელი გავიდა, რაც Chiron Super Sport 300+ -ის პროტოტიპმა 482 კმ/სთ სიჩქარის ზღვარი დაძლია და 490 კმ/სთ-ს მიაღწია. გასული ორი წელიწადი Bugatti-მ მანქანის დახვეწაში გაატარა და ეს პროცესი ბოლოსდაბოლოს დასრულდა. მანქანა სულ რაღაც 30 ეგზემპლარად გამოვა; ყველა მათგანს ნახშირბადის ბოჭკოსა და კაშკაშა ნარინჯისფერი აქცენტების ერთნაირი კომბინაცია ექნება.

482 კმ/სთ ბარიერის დასაძლევად, Bugatti-მ Chiron-ში რამდენიმე მოდიფიკაცია განახორციელა. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია აეროდინამიკის მნიშვნელოვანი ცვლილება, უკანა საბარგულის უფრო გრძელი სახურავი, ძრავის უნიკალური საფარი და წყვილებად, ვერტიკალურად ჩაწყობილი ოთხი გამოსაბოლქვი მილი.

რადიკალური ცვლილებები შეეხო მანქანის წინა ნაწილსაც; მათ შორის არის ახალი ბამპერი, გადიდებული ჰაერმიმღებები, წინა თვლების განსხვავებული თაღები. Chiron-ის სხვა მოდელებისგან Super Sport 300+ გამოირჩევა დისკებითაც.

გარდა ამისა, Bugatti-მ გააძლიერა მანქანის ძრავა — ეს გახლავთ ოთხმაგი ტურბო 8.0-ლიტრიანი W16, რომელიც 1479-დან 1578 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს.

სამომხმარებლო მანქანების სიჩქარე 442 კმ/სთ-მდეა შეზღუდული. მიუხედავად იმისა, რომ Chiron Super Sport 300+ ტექნიკურად მსოფლიოს ყველაზე სწრაფი საწარმოო მანქანა არ არის, ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელი.