ნიურბურგრინგის ემბლემიან Toyota Corolla Sedan-ს ნამდვილად არავინ ელოდა.

გჯერათ თუ არა, გეტყვით, რომ Toyota-მ ტაილანდში წარმოადგინა „ნიურბურგრინგის“ პაკეტი კომპაქტური სედანისთვის, რომელიც დიზაინისა და საკიდრის რამდენიმე განახლებით გამოირჩევა.

სპეციალურად გამოშვებულმა სარბოლო Corolla უკვე ზედიზედ მეორე წელია, ნიურბურგრინგის 24 საათის ADAC Total-ს იგებს Super Production 3 კატეგორიაში, მაგრამ მისი ტაილანდელი საწარმოო „ნათესავი“ შეიძლება ნიურბურგრინგის ემბლემით აღჭურვილი ერთ-ერთი ყველაზე ნელი მოდელი იყოს მსოფლიოში.

Toyota-ს განცხადებით, ნიურბურგრინგის კომპლექტაციის პაკეტის შთაგონება სარბოლო მანქანა გახდა, რის გამოც, მისი ცხაურა და ბამპერის დანამატები განსხვავებული დიზაინისაა. ასევე აქვს გვერდითი გარსშემომდენები, უკანა ბამპერის დამატება დიფუზორითა და დეკორატიული შემშვებებით, ასევე სპოილერი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ნიურბურგრინგის 24 საათის ლოგოა, რომელიც ამაყად ზის წინა ფრთაზე და მიანიშნებს, რომ ეს Corolla სხვებისგან განსხვავდება. ეჭვგარეშეა, ეს ლოგო ნიურბურგრინგის ტრასაზე წამებში მოძვრებოდა.

ახალ მოდელში Toyota გვთავაზობს 1.8-ლიტრიან ატმოსფერულ ძრავას 138 ცხენის ძალით და ჰიბრიდულ ვერსიას, 1.8-ლიტრიან ბენზინის ძრავას 121 ცხენის ძალით. ორივე შემთხვევაში, ენერგია წინა ხიდს CVT გადაცემათა კოლოფით მიეწოდება.

ბევრი იტყვის, რომ სარბოლო მანქანისთვის ძალა ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. როგორც ჩანს, ამას Toyota-ც ეთანხმება და მანქანას დაუყენა დაბალი სპორტული ზამბარები და დროსელის კონტროლის მოწყობილობა, რომელიც გაზის პედალზე პასუხსა და აჩქარებაზეა ოპტიმიზებული.

Toyota Corolla Altis Nürburgring მოდელი ტაილანდში უკვე იყიდება; შიგაწვის ძრავიანი ვერსიის ფასი 28 499 დოლარიდან იწყება, ჰიბრიდის კი 32 490 დოლარიდან.