Google რუკების საკუთარ სერვისში სიახლეს აანონსებს. შედეგად, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, აპლიკაცია საწვავის თვალსაზრისით ყველაზე ეკონომიურ გზას შემოგთავაზებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა შეიძლება უფრო შორი იყოს.

ყველაზე „მწვანე“ გზის შესათავაზებლად, განახლება ხელოვნურ ინტელექტს და სხვა მონაცემებს იყენებს. გადაწყვეტილების მისაღებად, აპლიკაცია მხედველობაში მიიღებს დაღმართებსა და საგზაო ტრაფიკს.

Google ვარაუდობს, რომ ახალი ფუნქცია წელიწადში მილიონ ტონაზე მეტით შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას, რა თითქმის 200 000 მანქანის გაჩერების ეკვივალენტია. მომხმარებლებს შეეძლებათ ნახონ, რამდენი CO2 დაზოგეს ეფექტიანი გზის არჩევით. ასევე აირჩევენ, აპლიკაციაში საწყის პარამეტრად ეკონომიური გზა დააყენონ თუ უსწრაფესი.

კომპანიის განცხადებით, ეს ფუნქცია ჯერ აშშ-ში ჩაირთვება, შემდეგ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ბაზრებზე.