ეჭვი არავის ეპარება, რომ C7 Chevrolet Corvette Stingray საკმაოდ კარგი სპორტული მანქანაა. თუმცა, ამ კონკრეტული ეგზემპლარის მფლობელმა საკუთარ მანქანას რამდენიმე უცნაური ცვლილება გაუკეთა.

პირველი, რაც თვალში აშკარად მოგხვდებათ, უკანა სპოილერია. ამ სულ მცირე უცნაურ დანამატს ძლიერ განსაკუთრებული ფორმა აქვს, მიმართულია შიგნით, უკანა ფანჯრისკენ. დიზაინი „ფორსაჟის“ შთაგონებით ძლიერ მოდიფიცირებულ ადრეული 2000-იანი წლების იაპონურ სპორტული მანქანისას წააგავს.

ეჭვგარეშეა, ამ სპოილერს მანქანის აეროდინამიკურობაზე დადებითი გავლენა არ ექნება.

კიდევ ერთი უცნაური მოდიფიკაციაა სავარაუდოდ პატარა ჰაერმიმღები სახურავზე. უკანა ფრთის მსგავსად, რაიმე რეალურ მიზანს ისიც აშკარად არ ემსახურება, თუ არ ჩავთვლით სალონში სუფთა ჰაერის შეშვებას.

ასეთი მოდიფიკაციები ალბათ ნამდვილად არ ჯდება ბევრი ჩვენგანის გემოვნებაში, მაგრამ ვინ იცის… თქვენ რას ფიქრობთ? მოგწონთ?