384 400-კილომეტრიანი მოგზაურობა გაზის ერთ პედალზე ფეხის ერთი ნაბიჯით იწყება. NASA ოფიციალურ განაცხადს აქვეყნებს, რომელშიც ახალი დიზაინის სატრანსპორტო საშუალების დაპროექტებაში დახმარებას ითხოვს, რათა ეს პატარა ნაბიჯი უზრუნველყოს და ასტრონავტები იმ გამშვებ პუნქტამდე წაიყვანოს, საიდანაც ისინი მთვარეზე გაფრინდებიან.

ამ მანქანას მისია Artemis II-ისთვის გამოიყენებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ბოლო სახმელეთო ტრანსპორტი იქნება, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე გაფრენამდე გამოიყენებენ. შესაბამისად, ძლიერ მნიშვნელოვანია ამ მანქანის საიმედოობა. თუმცა, NASA-ს უბრალოდ საიმედოობაზე უფრო მეტი სურს.

„შეთავაზება უნდა იყოს უნიკალური, ეფუძნებოდეს ახალ ტექნოლოგიებს და საზოგადოებაში ასოცირდებოდეს მისია Artemis-თან. მანქანას უნდა ჰქონდეს რვა სავარძელი, მათ შორის ოთხი სრულად ეკიპირებული ეკიპაჟის წევრისთვის. ამ პარტნიორობის ფარგლებში, სააგენტო წაახალისებს ამჟამინდელ ასტრონავტებს და შთააგონებს მომავალ მკვლევართა ტალღას“, — წერს NASA განცხადებაში.

ახალ მანქანაში რვა ადგილზე უნდა განთავსდნენ მძღოლი, ოთხი სრულად ეკიპირებული ეკიპაჟის წევრი, სკაფანდრების ტექნიკოსი, ფრენის ოპერატორი ოფიცერი და ერთიც დაცვის სერვისის აგენტი.

როგორც NASA წერს, ასტრონავტთა ეკიპაჟის საცხოვრებელი გამშვები პუნქტიდან 14 კილომეტრშია, რაც არც თუ ისე პატარა მანძილია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მგზავრთა ნახევარი მთვარეზე წასასვლელად სრულად ეკიპირებული იქნება სკაფანდრებში.

როგორც ჩანს, NASA არც ამჟამინდელი სატრანსპორტო საშუალებით, Astrovan-ით არის მთლად უკმაყოფილო, რადგან მხედველობაში მიიღებს მისი განახლების შეთავაზებებსაც. ეს მანქანა 1984 წლიდან გამოიყენება ასტრონავტთა გამშვებ პუნქტამდე ტრანსპორტირებისთვის.

ამ მანქანას აქვს ოქროს გადასაკრავები, მუქი მერქნის პანელები, მუქი ლურჯი სავარძლები, ვიზუალი კლასიკურია და საჭიროებს გარკვეულ განახლებას, რაც თქვენს შეხედულებაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ NASA ამ მანქანის ჩანაცვლებას პირველად არ ცდილობს. 2011 წელს, Astrovan-ის ერთ-ერთმა მძღოლმა, რონი კინგმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ახალ მანქანას ეძებდა, რასაც ახალბედა ასტრონავტები ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან მათ მანქანის შენარჩუნება ტრადიციის გამო სურდათ.

გამომდინარე აქედან, დიდი მიღწევა იქნება, თუ Artemis II-ისთვის NASA ახალ მანქანას იპოვის. ამ მისიის ფარგლებში, ასტრონავტები ხომალდ Orion-ით მთვარეზე გაემგზავრებიან და უკან დაბრუნდებიან, რაც მარსისთვის მოსამზადებელ მისიათა სერიებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

NASA-ს განცხადებით, დიზაინის განაცხადები 22 ოქტომბრამდე მიიღება.