ჩინეთისთვის განკუთვნილი A8 L Horch Founders Edition-ის წარმოდგენიდან რამდენიმე დღეში, Audi-მ სრულიად განახლებული A8 წარმოადგინა, რათა გერმანული ფლაგმანი რელევანტური იყოს 2024 წლამდე, როდესაც მისი ელექტრო მემკვიდრე გამოჩნდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამინდელი, მეოთხე თაობის A8 ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვიდა, ნამდვილად იყო შუალედური განახლების დრო, რათა მან კონკურენცია გაუწიოს უფრო ახალ BMW 7-Series-ს (2019) და Mercedes-Benz S-Class-ს (2020), რომლებიც უკვე წლებია, მისი ტრადიციული მეტოქეები არიან.
2022 წლის Audi A8-ს ვიზუალურ განახლებათა მთელი სერია აქვს, რაც ძირითადად ფოკუსირებულია წინა ნაწილზე, აქვს ახალი ფერები, დამატებულია S Line კომპლექტაცია, მდიდრულ სალონ ში კი ბევრი ახალი ტექნოლოგია.
განახლებული დიზაინით, A8-ში ესევე ამოიცნობთ ყველაზე გრძელ და მდიდრულ Audi-ს. წინა მხარეს ნახავთ ახალ ცხაურას სხვადასხვაგვარი გადაწყვეტით A8, A8L და S8 ვარიანტებზე. განახლებულ ბამპერს აქვს ქრომით გარშემორტყმული დიდი ჰაერმიმღებები Audi-ს სხვა მოდელებთან შედარებით. კუთხოვან ფარებში გამოყენებულია Digital Matrix LED ტექნოლოგია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ფარში 1,3 მილიონი მიკროსარკეა.
ცვლილებები უფრო მოკრძალებულია უკანა მხარეს, სადაც სტანდარტის სახითა არის წარმოდგენილი OLED გაბარიტული ფარები და მოახლოების ინდიკატორი, რომელიც მაშინ ინთება, როდესაც სხვა მანქანა A8-ს უკნიდან 2 მეტრში მოუახლოვდება.
ქრომის ექსტერიერის პაკეტის წყალობით, A8 გარედან მთლიანად კაშკაშაა, S line კომპლექტაციას კი უფრო სპორტული იერი აქვს. S8 performance ვარიანტი გამოირჩევა ოთხი გამოსაბოლქვი მილით, დიფუზორით და სხვა სპორტული მახასიათებლებით.
ჩვეულებრივი A8 სიგრძეში 5,19 მეტრია, S8 5,20 მეტრი, A8 L კი 5,32 მ. ყველა ვარიანტების ძარა 58 პროცენტით ალუმინისგან შედგება, არის ნახშირბადის ბოჭკოს პოლიმერული და ფოლადის კომპონენტებიც.
სალონში, სრულად ციფრული პანელი მოიცავს 10,1-ინიან ციფრულ მაჩვენებელთა დაფას, ამოსაშლელ დისპლეის, 8,6-ინჩიან სენსორულ ეკრანს Audi-ს უახლესი საინფორმაციო სისტემა MIB3-ისთვის. მოდელს ორივე უკანა მგზავრისთვის აქვს 10,1-ინჩიანი full HD დისპლეი.
A8 L-ში უკანა მგზავრების სავარძლებს აქვს სარელაქსაციო ფუნქციები, ელექტრონულად მორგებადი თავის მისადებები, ზურგის მასაში, ფეხების დასაწყობი, გათბობა.
უსაფრთხოების აღჭურვილობა განახლდა და მძღოლის დამხმარე 40 სისტემას მოიცავს.
განახლებული A8-ს დიაპაზონის ძრავები მოიცავს 3.0 TFSI V6-ს, 4.0 TFSI V8-ს, სამმაგ ტურბო 4.0 TFSI V8-ს, 3.0 TDI ტურბოდიზელს და მომავალ დატენვად ჰიბრიდ ვარიანტს. A8-ს ყველა ვარიანტს აქვს ექსკლუზიური რვასიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი, ბენზინის ძრავებს კი 48V მაილდ-ჰიბრიდი ტექნოლოგიაც.
Audi A8 55 TFSI-ს 3.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავა 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. უფრო მძლავრი A8 60 TSFI quattro 4.0-ლიტრიანი V8 კი 453 ცხენის ძალას და მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,4 წამში ავითარებს.
S8 performance ფლაგმანი აღჭურვილია ბიტურბო 4.0-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელსაც 563 ცხენის ძალა აქვს. 0-100 კმ/სთ სიჩქარეს ის 3,8 წამში ავითარებს.
2022 წლის Audi A8-ს გაყიდვები ევროპაში დეკემბერში დაიწყება. გერმანიაში საბაზისო მოდელის ფასი 99 500 ევროდან დაიწყება, Audi S8 კი 144 000 ევროდან.