თუ არ ჩავთვლით მძლავრ GR Yaris-ს, ჩვეულებრივი მოდელი არც ისე გამორჩეულია. უფრო მეტიც, ჰეტჩბეკთა უმეტესობის მსგავსად, თითქმის შეუმჩნეველია. თუმცა, ამას ვერ ვიტყვით ერთ კონკრეტულ ეგზემპლარზე.

ამ მოდიფიცირებული Yaris-ის ფოტო Reddit-ზე გავრცელდა. ჰეტჩბეკი კალიფორნიაში, პარკინგზეა გადაღებული. როგორც ჩანს, მისმა მფლობელმა მანქანას რაღაც უცნაური დამართა.

მანქანის წინა ნაწილი აღჭურვილია უცნაური, დამატებითი ბამპერით, რომელსაც ქრომის ცხაურა აქვს და ძარიდან საკმაოდ წინ არის გამოწეული. წინ შენიშნავთ BMW-ს ლოგოსაც, წინა საქარე მინის კიდეებს კი შავი ფირი ფარავს. იქვეა ცენტრში დაყენებული მინის საწმენდიც.

გამონაკლისი არც უცნაური ბორბლებია. ისინი იმდენადაა ჩახლართული, ძნელი მისახვედრია, როგორ არის გადაკეთებული.

მხიარულება უკანა ნაწილშიც გრძელდება, სადაც ფანჯრის უმეტესი ნაწილი ფირით არის დაფარული; ბამპერის დამატების დიზაინი წინა უცნაური ბამპერისას ჰგავს.

ალბათ ბოლო პერიოდში უცნაურად მოდიფიცირებული ბევრი მანქანა გვინახავს, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, ეს ეგზემპლარი მათ შორის ნამდვილად ჩემპიონია.