Volvo Cars-ის განცხადებით, კომპანია ინვესტიციას დებს ოპტიკისა და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიურ სტარტაპ Spectralics-ში.

კომპანია აღნიშნავს, რომ მისი ინვესტიცია ადრეულ წვდომას მისცემს Spectralics-ის მრავალშრიან კომბაინერ MLTC-ზე (კომბაინერი — ნახევრად ამრეკლი შრე ავტომანქანის ლამინირებულ საქარე მინაში, რომელიც მასზე ხელსაწყოთა მაჩვენებლების პროექცირებისთვის გამოიყენება). ეს გახლავთ თხელი ოპტიკური ფირის ახალი ტიპი, რომელიც გამჭვირვალე ზედაპირებში ჩაყენებისას მინაზე ადებს გამოსახულებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მანქანის საქარე მინაში ჩამონტაჟების შემთხვევაში, შეუძლია ჩაანაცვლოს ამოსაშლელი დისპლეი. შედეგად, შესაძლოა ახალი შესაძლებლობები გაეხსნას გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიას, რაც მძღოლებს გზაზე ვირტუალური ობიექტების შემოტანის გზით მისცემს მანძილის აღქმას.

„Spectralics-ი ამაღელვებელი კომპანიაა ნამდვილად იმედისმომცემი ტექნოლოგიებით. მათი განვითარების მხარდაჭერით, მათი პროდუქტები შეიძლება Volvo-ს სამომავლო მანქანებში მოხვდეს“, — ამბობს Volvo Cars-ის პროდუქტების უფროსი ოფიცერი ჰენრიკ გრინი.

ამას გარდა, Volvo სხვა მრავალი ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებასაც შეძლებს, მათ შორის ჰოლოგრაფიული პროექციების.

Spectralics-ი ისრაელური კომპანიაა, რომელიც ძირითადად აეროკოსმოსზეა ფოკუსირებული. Volvo-ს ყურადღების ცენტრში ის 2017 წლიდან მოექცა.