თქვენ წინაშეა XM-ი, 750 ცხენის ძალის მქონე დატენვადი ჰიბრიდი SUV-ი — BMW-ს პირველი ავტონომიური SUV M მოდელი და მეორე ავტონომიური M მანქანა 1970-იანი წლების ბოლოს გამოსული M1 სუპერქარის შემდეგ. მას იმდენად მასიური ცხაურა აქვს, რომ მის ფონზე ელექტრო SUV-ის, iX-ს ცხაურაც პატარა ჩანს.
ტექნიკურად მას Concept XM ეწოდება, რადგან ის ჯერ მხოლოდ BMW-ს ხედვაა მომავლის მაღალი წარმადობის BMW X მოდელების შესახებ. თუმცა, ყველამ ვიცით, როგორც ხდება. BMW აღიარებს, რომ საწარმოო მოდელს 2022 წლის ბოლოს ვიხილავთ.
მისი გიგანტური ცხაურის თიზერები ცოტა ხნის წინ უკვე ვიხილეთ, მაგრამ სინამდვილეში ის უფრო უჩვეულო აღმოჩნდა.
წინა ბამპერის სიმაღლის გამო, ახალი XM-ი თითქმის სამხედრო მანქანას წააგავს. პროპორციებმა შეიძლება Range Rover Velar-იც გაგახსენოთ, მაგრამ 23-ინჩიანი დისკები და უფრო რთული ზედაპირი მას გაცილებით მაღალ შესახედაობას აძლევს.
ძალური აგრეგატის შესახებ BMW ჯერ ბევრ დეტალს არ ამხელს, მაგრამ ცნობილია, რომ აღჭურვილია V8 ბენზინის ძრავითა და ელექტროძრავით, რომლებიც ერთობლივად 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. სავარაუდოდ, 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 3.0 წამში უნდა ავითარებდეს. BMW-ს განცხადებით, ელექტრორეჟიმში მანქანა 80 კილომეტრს დაფარავს.
ყურადღებას იქცევს მანქანის უკანა ნაწილი — უზარმაზარი გამოსაბოლქვი მილები სულ არ დაგირჩენთ ელექტრომობილის შთაბეჭდილებას; BMW M-ის სხვა გამოსაბოლქვი სისტემებისგან განსხვავებით, XM-ის ორი მილი ვერტიკალურად არის დაყენებული და არა ჰორიზონტალურად.
XM-ის სალონის დიზაინის დეტალები BMW-ს სხვა კონცეპტუალური და საწარმოო მანქანების გამოძახილია, მაგრამ ფოკუსი გაკეთებულია უფრო ტრადიციულ მდიდრულ მასალებზე.
BMW-ს კომბინირებული მაჩვენებელთა დაფა და საინფორმაციო სისტემა iDrive-ის უახლეს ვერსიაზე მუშაობს. შენარჩუნებულია ზოგიერთი ფიზიკური ღილაკი.
ამ მოდელის საწარმოო ვერსია BMW-ს ნამდვილად გადაიყვანს იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე დომინირებენ Bentley, Porsche ან თუნდაც Lamborghini. თუმცა, მისცემდით დაახლოებით 150 000 დოლარს BMW SUV-ში?