ვენახები ხშირად ზედმეტად ვიწროა ტრადიციული ტრაქტორებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი კომპანია New Holland-ი და დიზაინის სახლი Pininfarina ამ პრობლემის გადაჭრაზე ერთობლივად მუშაობენ.

ახალი ტრაქტორი, სახელად Straddle Tractor Concept-ი სპეციალურად იმ რეგიონებისთვის არის დაპროექტებული, სადაც მაღალი ხარისხის ყურძენი მოდის და ვენახებში რიგებს შორის მანძილი ნახევარ მეტრზე ნაკლებია. მაგალითად, შამპანის, მედოკისა და ბურგუნდიისთვის.

ჩვეულებრივ, მეღვინეობის რეგიონებში ყურძენს ხელით კრეფენ, მოვლის სამუშაოებს კი ძირითადად რიგებს შორის მოსიარულე ტრაქტორები ასრულებენ. საკუთარი ტრაქტორისთვის Pininfarina-მ ფუტურისტული დიზაინი შექმნა, რომელიც ეფუძნება დიდ კომფორტს, უსაფრთხოებას და ელექტრო პროპულსიის შესაძლებლობას, რასაც New Holland-ის სტრატეგია Clean Energy Leader-ი უზრუნველყოფს.

ტრაქტორი ზედა ნაწილში განიერია, ძირში კი ვიწრო. მბრუნავი სავარძლისა და დიდი კარის გამო, ადვილია მასში შესვლა-გამოსვლა.

„ჩვენი ინოვაციური კონცეპტი მომავლის ტექნიკაა მეღვინეებისთვის. ის მევენახეობაში New Holland-ის ხანგრძლივი, ბრწყინვალე ისტორიისა და დიზაინის ლეგენდარული სახლის, იტალიური Pininfarina-ს ინოვაციურ შთაგონებათა კომბინაციის შედეგია“, — ამბობს კომპანია New Holland-ის პრეზიდენტი კარლო ლამბრო.