მანაქანის ქურდები უკონტაქტო გასაღებების სისტემებს დიდი ხანია აქტიურად იყენებენ, ამჟამად კი ისინი Apple-ის AirTag-ებზე გადაერთნენ.
სამეთვალყურეო მოწყობილობამ თქვენი გასაღები შეიძლება წამებში გაპოვნინოთ, მაგრამ მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია მანკიერი მიზნებისთვის, მაგალითად, თვალთვალისთვის. კანადაში, იორკის რეგიონული პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ამ მოწყობილობას ყაჩაღები მაღალი კლასის მანქანების მოსაპარად იყენებენ.
პრესრელიზში პოლიცია წერს, რომ იძიებენ ხუთ ინციდენტს, როდესაც ეჭვმიტანილებმა ეს პატარა, სამეთვალყურეო მოწყობილობები მაღალი კლასის მანქანებში მოათავსეს, რათა შემდეგ მათი ადგილმდებარეობა დაედგინათ და მოეპარათ. პოლიცია განმარტავს, რომ AirTag-ებს ქურდები შეუმჩნეველ ადგილებში ათავსებენ და მიზანში იღებენ მანქანებს, როდესაც პატრონები მათ საზოგადოებრივ ადგილებში აპარკინგებენ, მაგალითად, მოლებთან.
მას შემდეგ, რაც მანქანის პატრონ სახლში ბრუნდება, ქურდები მანქანაზე მიმაგრებული მოწყობილობით იგებენ მათი სახლის მისამართს და გარეთ, გზისპირას დაპარკინგების შემთხვევაში, მანქანასაც ადვილად იპარავენ. გამომდინარე იქიდან, რომ ქურდებმა იციან მანქანის ადგილმდებარეობა, შეუძლიათ დაღამებას დაელოდონ, როდესაც პატრონს დიდი ალბათობით სძინავს და ქურდიც სიბნელეში უფრო თავისუფლად მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია კონკრეტულად Apple-ის AirTag-ებზე საუბრობს, ისინი სულაც არ არის ერთადერთი მოწყობილობები, რომლებიც ასეთი მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენონ. იგივე ფუნქციას ასრულებს Samsung Galaxy-ის SmartTag-ებიც.
პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რეგულარულად დაათვალიერონ საკუთარი მანქანები და მიმართონ ნებისმიერი საეჭვო მოწყობილობის აღმოჩენის შემთხვევაში.