აშშ-ის ბაზარზე 2022 წლის Hyundai Tucson-ის ახალი, თამამი ვარიანტი გამოჩნდა, რომელსაც XRT ჰქვია და შექმნილია, რათა უფრო უხეში იყოს, ვიდრე სტანდარტული მოდელი.

Tucson XRT-ის ყველა მოდელი ეფუძნება უკვე არსებულ SEL კომპლექტაციას და Convenience პაკეტს, მაგრამ აქვს ვიზუალური ცვლილებები. განახლებებს შორის არის ექსკლუზიური წინა და უკანა ბამპერი უხეში დეტალებით და განსაკუთრებით შავში გადაწყვეტით.

Tucson XRT-ი Hyundai-მ ასევე აღჭურვა თვლების აღალი თაღით. ნახავთ შავ, მონოტონურ გვერდით სარკეებს, 19-ინჩიან ალუმინის დისკებს; დიზაინი კი ზოგადად უფრო ოფროუდერისას შეეფერება. მანქანას SUV-ის აგრესიულობას მატებს გვერდითა ფანჯრების მუქი სარტყლები, მიახლოების განათება, ნაჭრის შავი სავარძლები, სალონის შავი ჭერი, საბუქსირო ძელი და სახურავის ჯვარედინი რელსები.

გამომდინარე იქიდან, რომ XRT ეფუძნება Tucson SEL-სა და Convenience პაკეტს, აქვს ისეთი მახასიათებლები, როგორებიც არის უკონტაქტო ჭკვიანი უკანა კარი, Hyundai Digital Key, უსადენო დამუხტვის მოწყობილობა, შიდა განათება, ავტომატურად ჩაბნელებადი უკანა ხედვის სარკე, ტყავის საჭე და გადამრთველი ღილაკი, ტემპერატურის ორმაგი ავტომატური კონტროლი და კარის რბილი პანელები. მძღოლის სკამს ელექტრონულად მორგების 8 სხვადასხვა ფორმატი აქვს; წინა სავარძლებს აქვს გათბობაც.

2022 წლის Tucson XRT ხელმისაწვდომია SUV-ის სტანდარტული 2.5-ლიტრიანი ერთრიგა ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელსაც 187 ცხენის ძალა აქვს. ხელმისაწვდომია HTRAC AWD კონფიგურაციით ან მის გარეშე.

ფასი 32,625 დოლარიდან დაიწყება.