ბრიტანეთის ქალაქ ბულველში პოლიციელებს არც კი სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაჩერებული 83 წლის მძღოლი მამაკაცი მანქანას მართვის მოწმობის გარეშე 12 წლის ასაკიდან მართავდა.

მამაკაცი, რომელიც პოლიციას მანამდე არასოდეს ჰყავდა გაჩერებული, მანქანას უკანონოდ მთელი 70 წლის განმავლობაში მართავდა. როდესაც პოლიციელებმა მისი Mini One-ი გააჩერეს, მამაკაცმა მათ უთხრა, რომ 1938 წელს იყო დაბადებული და მანქანას 12 წლის ასაკიდან მართავდა მართვის მოწმობის გარეშე. საბედნიეროდ, მას არასოდეს მოსვლია ავარია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის საჭესთან ნამდვილად ფრთხილი და ყურადღებიანი იყო.

მსგავსი შემთხვევები იშვიათია. ასევე უცნაურია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ის პოლიციას არასოდეს გაუჩერებია.

უცნობია, როგორ გაგრძელდა 83 წლის კაცის ამბავი, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. და კიდევ, ვინ იცის, იქნებ ახლა, 70 წლის შემდეგ მაინც დაფიქრდეს მართვის მოწმობის აღებაზე.