მიუხედავად იმისა, რომ Tesla-მ დროულად ვერ შეძლო ისეთი მოდელების გამოშვება, როგორებიც არის Cybertruck, Semi და Roadster-ი, ამავე დროს დააანონსა, რომ წელს რაიმე ახალ მოდელს არ წარმოადგენს, როგორც ჩანს, დრო გამონახა ჩინეთში ახალი მიკროფონის გასაშვებად.
მისი სახელია TeslaMic-ი და ამჟამად მხოლოდ ჩინეთის ბაზარზეა ხელმისაწვდომი; მუშაობს მხოლოდ Tesla-ს საინფორმაციო სისტემის კარაოკესთან.
TeslaMic-ი ავტომატურად უერთდება საინფორმაციო სისტემას და აქვს ხმის რამდენიმე სხვადასხვა რეჟიმი; რა თქმა უნდა, ის სრულიად უსადენოა.
მიკროფონის ფასი ჩინეთში 188 დოლარი იქნება.
სრულიად შესაძლებელია, რომ TeslaMic-ი მოგვიანებით სხვა ბაზრებზეც გავიდეს. იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ვერ შეძლო სავაჭრო ნიშან TESLA-ს და მისი ლოგოს დაპატენტება აუდიო აღჭურვილობის კატეგორიაში, რომელიც მოიცავს მიკროფონებს, ყურსასმენებს, ციფრულ აუდიოფლეერებს და ა. შ.
კომპანია უკვე დიდი ხანია ფოკუსირებულია, რომ საკუთარი მოდელები ბრწყინვალე ხმის აუდიოსისტემებით აღჭურვოს, რისთვისაც თავადვე ქმნის მოწინავე სპიკერებს და აუდიოსისტემების მხრივ სხვა კომპანიებზე არ არის დამოკიდებული.