უკვე თვეებია, Lexus-ი RZ 450e-ს თიზერებს აქვეყნებს და ამჯერად, კომპანია მომავალი ელექტრომანქანის ახალ ფოტოებს გვთავაზობს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე თითქმის ყველაფერი ცნობილია, უახლეს ფოტოებზე აშკარად ჩანს, რომ ელექტრო ქროსოვერი გაცილებით მიმზიდველი იქნება, ვიდრე Toyota bZ4X.
წინა მხარეს მანქანას სრულად დახურული ცხაურა აქვს, რომლის აქეთ-იქითაც განლაგებულია წვრილი ფარები გამორჩეული დიზაინის მქონე დღისით მოძრაობის ფარებით. უკანა მხარეს მოდელს აქვს ფრთის საფართოებელი შავი პანელი და ერთნაირი გვერდითა გარსშემომდენები.
სხვა გამორჩეულ მახასიათებელთა შორის არის დინამიკური ძარა და სამუხტი პორტი წინა ფრთასთან. შენიშნავთ საკმაოდ თამამ საქარე მინას, დამრეც სახურავს და შავ უკანა დგარს, რომელიც ფანჯრებს ვიზუალურად უფრო ფართოს აჩენს.
სპეციფიკაციებს Lexus-ი ჯერ არ ამხელს, მაგრამ კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ RZ მათი პირველი ელექტრომობილი იქნება. მოდელი e-TNGA პლატფორმას დაეფუძნება და bZ4X-ის მსგავსი იქნება. ბატარეების არჩევანს შორის იქნება 71,4 და 72,8 kWh პაკეტები, ასევე ერთძრავიანი ვარიანტები 215 ცხენის ძალით.
RZ 450e-ის შესახებ უფრო მეტს გაზაფხულზე გავიგებთ.