Volvo-ს განცხადებით, S60 სედანის ამჟამად არსებულ კომპლექტაციებს სპეციალურ Black Edition-ს ამატებს.

მოდელი 2022 წელს მხოლოდ 450 ეგზემპლარად გამოვა და დაეფუძნება სტანდარტულ მანქანას და ხელმისაწვდომი იქნება მაილდ-ჰიბრიდი S60 Momentum და R-Design კომპლექტაციების სახით; ასევე იქნება დამუხტვადი ჰიბრიდი S60 Recharge ვერსია.

S60 Black Edition-ი მხოლოდ ორ ფერშია ხელმისაწვდომი. მათთვის, ვისაც სრულად შავი დიზაინი მოსწონს, Onyx Black Metallic ფერი იქნება იდეალური, კონტრასტის მოყვარულთათვის კი Crystal White Metallic ფერი.

S60 Black Edition-ი აშშ-ში, სამხრეთ კაროლინის ქარხანაში გამოუშვეს და მხოლოდ აშშ-ის ბაზრისთვის არის განკუთვნილი. მოდელის ფასი 40 000 დოლარიდან დაიწყება.