თუკი არასოდეს დაგსიზმრებიათ კოშმარი, როგორ იხსნება გასაშლელი ხიდი მაშინ, როდესაც ზედ გადადიხართ, მაშინ ეს ვიდეო უნდა ნახოთ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში, ფლორიდაში მომხდარ საზარელ ინციდენტს ასახავს.
ტელეკომპანია WPTV-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ველოსიპედისტი და Honda Accord-ი და უცბად, გამშვები შლაგბაუმი ეშვება; იგივე რამე ხდება ხიდის მეორე მხარესაც.
ველოსიპედისტი ხიდიდან დროულად გადადის, Accord-ი კი აშკარად იჭედება. მოვლენები სწრაფად ვითარდება, ხიდი ზემოთ იწევა და მანქანის წინა ბამპერს ხიდის ფიქსირებული მონაკვეთისკენ აწვება. ამ დროს მანქანის უკანა ნაწილი ხიდთან ერთად მაღლა იწევა და მძღოლი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება.
Accord-ი 45 გრადუსზე მეტით იხრება, მძღოლი კარს ხსნის და გადმოსახტომად ემზადება. თუმცა, ხიდი მანქანას კვლავ წინ უბიძგებს და როგორც ჩანს, მძღოლმა გადახტომა გადაიფიქრა და აქსელერატორს აჭერს.
ეს მცდელობა თავდაპირველად უშედეგოა, მაგრამ მანქანა ხიდიდან თანდათან დაბლა ცურდება უკანა ნაწილი აწეულ ხიდსა და უძრავ მონაკვეთს შორის იჭედება. შედეგად, მძღოლი მანქანით იქაურობას უსაფრთხოდ ეცლება. ხიდი თანდათან ისევ იხურება და Accord-იც კადრიდან უჩინარდება.
ხიდის ოპერატორმა გამომძიებლებს განუცხადა, რომ მანქანა ხიდის დახურვამდე ვერ შენიშნა. შეიძლება მართლაც ასე იყოს, მაგრამ დაუდევრობისა და სამუშაოს წესების დარღვევისთვის ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.