ავტომობილების მთელი ისტორიის განმავლობაში, საკმაოდ ბევრმა მანქანამ საზოგადოების გადაჭარბებულად პოზიტიური ყურადღება მიიპყრო, რაც ბევრი ჩვენგანისთვის ცოტა შეუფერებლად ჩანს. შედეგად, ჩნდება კითხვა: რომელმა მანქანამ მიიღო ყველაზე გადაჭარბებული შეფასება ისტორიაში?

აქ მთავარია სიტყვა „ისტორიაში“, შესაბამისად, დაუფიქრებლად არ თქვათ, რომ ეს Tesla Model S უნდა იყოს სხვადასხვა მიზეზთა გამო. Tesla-ს და მისი ბიზნეს-მოდელის გასაკრიტიკებლად ნამდვილად ბევრი მიზეზია, მაგრამ ძნელია იმის თქმა, რომ Model S სულ მცირე ინოვაციური გარღვევა არ არის იმისთვის, რაც მან ელექტრომობილთა ინდუსტრიაში გააკეთა.

საუბარია მანქანებზე, რომლებმაც ზედმეტად დადებითი ყურადღება მიიპყრეს, თუ სხვებს ობიექტურად შევაფასებთ. მაგალითად, არის თუ არა გადაჭარბებულად შეფასებული DeLorean DMC-12? ეს მოდელი მრავალ მიზეზთა გამოა ცნობილი, მაგრამ მიიპყრობდა თუ არა ამის ნახევარ ყურადღებასაც კი, რომ არ ყოფილიყო „უკან მომავალში“ მოდელი?

ბევრი მანქანა შეიძლება პირადად თქვენ არ მოგწონდეთ. Hummer-ი შეიძლება ბევრი დასანახად ვერ იტანდეს. ძველი მოდელები ნელი, ტლანქი და სამართავად ბრუტალური იყო. ახლები მნიშვნელოვნად სწრაფია, მაგრამ ზედმეტად მძიმე, რის გამოც ისინი გარემოსადმი ძლიერ არამეგობრულია.

ამას გარდა, ზოგიერთი კლასიკური ავტომობილი შეიძლება არც ისეთი იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ Volkswagen GTI — სწრაფი და კარგი შესახედაობის ჰეტჩბეკია, მაგრამ ბევრმა სხვა ბრენდმა ეს უკეთესად შეძლო, თუნდაც Renault-მა, Mini-მ და Simca-მ.

თქვენ რას ფიქრობთ? თქვენი აზრით რომელია ისტორიაში ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებული ავტომობილი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.