ინტერნეტში მძღოლების მიერ შესრულებული ბევრი გიჟური ტრიუკი გვინახავს, მაგრამ შეიძლება, ასეთი ნამდვილად არ გქონდეთ ნანახი. ლოს-ანჯელესში, Tesla Model S-ის მფლობელმა ვარსკვლავობა გადაწყვიტა და საცხოვრებელ უბანში, ქუჩაში სრული სიჩქარით მიმდინარე მანქანით გააკეთა ნახტომი. საბედნიეროდ, ამ სახიფათო ტრიუკის შედეგად არავინ დაშავებულა, არც მანქანაში მჯდომი კატა.

იუთუბერმა ალექს ჩოიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასრულებს Model S-ის მფლობელი სრულიად უაზრო ტრიუკს — ელექტრომობილი ჰაერში ფრინდება და შემდეგ, ქუჩის განაპირა ნაწილს უკონტროლოდ ეხეთქება, ნაგვის ურნებს აქეთ-იქით ყრის და Subaru Forester-თან ჩერდება.

ასეთი ტრიუკი ძლიერ სახიფათოა და ერთი შეხედვით ვითომ თავშესაქცევი მანევრი ადვილად შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს.

იხილეთ ვიდეო ინსტარგამზე სხვადასხვა რაკურსით.