Alfa Romeo საკუთარ სპორტულ მემკვიდრეობას Giulia და Stelvio Estrema გამოშვებებით აგრძელებს, რომლებიც ერთგვარი ხიდია ძირითად და მაღალი კლასის Quadrifoglio ვარიანტებს შორის.
Giulia Estrema და Stelvio Estrema მთელ მსოფლიოშია ხელმისაწვდომი და დაფუძნებულია Veloce კომპლექტაციაზე, მაგრამ აქვს დიაპაზონის მოწინავე Quadrifoglio მოდელის მახასიათებლებიც. განახლებებს შორის არის წვრილი უკანა დიფერენციალი და აქტიური საკიდარი, რომელიც გზას კითხულობს და კომფორტული მგზავრობის მიზნით, ამორტიზატორებს არგებს.
დიზაინერებმა ყველგან შავ ფერს მიანიჭეს უპირატესობა. შავია Giulia Estrema-ს 19-ინჩიანი და Stelvio Estrema-ს 21-ინჩიანი დისკებიც. თუმცა, მომხმარებლებს მოდელების სხვადასხვა ფერში შერჩევაც შეეძლებათ.
ნახშირბადის ბოჭკოს აქცენტების წყალობით, რომლებიც Quadrifoglio-ში არსებულს წააგავს, სპორტული თემა სალონშიც გრძელდება. იქვე ნახავთ შავ სპორტულ სავარძლებს, ტყავგადაკრულ მაჩვენებელთა დაფას, წითელ ნაქარგებს. სხვა გამორჩეულ მახასიათებლებს შორის არის ორფენიანი ლუქი, სმარტფონის უსადენო დამტენი და Harman Kardon-ის 14-სპიკერიანი აუდიოსისტემა.
რაც შეეხება აღჭურვილობას, ორივე მოდელს აქვს მძღოლის დამხმარე მრავალი სისტემა, მათ შორის აქტიური კრუიზ-კონტროლი, უხილავი ზონების დამხმარე, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი, საგანგებო ავტომატური მუხრუჭი. მყიდველს შეუძლია აირჩიოს უფრო მეტი დამხმარე სისტემის მქონე ვარიანტებიც.
სამწუხაროდ, Quadrifoglio-თი შთაგონებული განახლება ძრავის ნაწილს არ შეხებია. Estrema ვარიანტი აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ტურბო ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 280 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი Quadrifoglio-ს 2.9-ლიტრიან ორმაგ ტურბო V6-ზე გაცილებით ნაკლებია, მოდელი 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 5,1 წამში ავითარებს. რაც შეეხება Stelvio Estrema-ს, მას სტანდარტის სახით აქვს ოთხივე წამყვანი თვლის სისტემა და 0-96 კმ/სთ სიჩქარეს 5,5 წამში ავითარებს.
აშშ-ში Giulia Estrema-ს ფასი 55,090 დოლარიდან დაიწყება, Stelvio Estrema-სი კი 58,950$-დან.