უკანასკნელი ოთხცილინდრიანი SL-ი Mercedes-მა 1963 წელს გამოუშვა. თითქმის სამოცი წლის შემდეგ, კომპანიამ ის საკუთარი როდსტერების ხაზისთვის კვლავ შეიმუშავა, ახალი, 2023 წლის Mercedes-AMG SL43-ის სახით.
როგორც ვიცით, შარშან, კომპანიამ ორი ტურბოჩაბერვიანი 4.0-ლიტრიანი V8 მოდელი გამოუშვა, SL 55 4Matic+ და SL63 4Matic+, 470 და 577 ცხენის ძალებით. ახალი SL43 კი თავის ადგილს საწყისი დონის მოდელის სახით დაიკავებს 2+2 როდსტერ დიაპაზონში.
საბაზისო SL-ის ენერგიის წყაროა AMG-ს 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა M139-ის ახალი ვარიანტი, რომელიც იყენებს გამონაბოლქვი აირების ელექტრო ტურბოკომპრესორს, ტექნოლოგიას, რომელიც ფორმულა ერთის სარბოლო მანქანებიდან მოდის. Mercedes-ის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მას საწარმოო მანქანაში იყენებენ. ტურბოკომპრესორი მუშაობს 48-ვოლტიანი ელექტროსისტემით, რომელიც მეორე თაობის ღვედურამძრავიან სტარტერ-გენერატორს (RSG) კვებავს. გარდა ამისა, ეს სისტემა მაილდ-ჰიბრიდის სახითაც მუშაობს.
უფრო ნაკლები ენერგია, ვიდრე A45 S-ს
2.0-ლიტრიანი ძრავა SL 43-ში სიგრძეზეა განლაგებული და 375 ცხენის ძალას გამოიმუშავებს; გარკვეულ სიტუაციებში, RSG სტარტერ-გენერატორი დროებით დამატებით 13 ცხენის ძალას უზრუნველყოფს.
AMG-ს 9-სიჩქარიანი MCT ავტომატური გადაცემათა კოლოფი ენერგიას უკანა თვლებს აწვდის. მწარმოებლის განცხადებით, მანქანა 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 4,9 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 275 კმ/სთ-ია. წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე 9.4 – 8.9 ლიტრია.
SL43-ის გარდა, Mercedes-AMG ასევე მუშაობს R232-ს დატენვად ჰიბრიდ ვარიანტზე, რომელსაც SL63 E-Performance ერქმევა და იგივე ძალური აგრეგატი ექნება, რაც AMG GT 63 E Performance-ს; ეს უკანასკნელი კი მოიცავს 4.0-ლიტრიან V8-ს და ელექტროძრავას, რომლებიც ჯამში 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ.